SeedstarsWorld - ზე სტარტაპ კომპანია Lingwing-ი 500,000 დოლარის მოსაპოვებად იბრძოლებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:49, 30 Jun, 2019     2550

გლობალური სტარტაპ კონკურსის „Seedstars თბილისი 2019“-ის გამარჯვებული უცხო ენების შემსწავლელი ონლაინ პლატფორმა Lingwing-ი გახდა. საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორი SeedstarsWorld-ია, რომელიც სტარტაპ კონკურსის მეშვეობით მსოფლიოს 75 ქვეყანაში ტალანტებს ეძებს და ინოვაციური მეწარმეობის განვითარებას უჭერს მხარს.

კონკურსი „Seedstars თბილისი 2019“-ი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ალიანს ჯგუფის, ვენჩორული კაპიტალის ასოციაციის, USAID-ის პროექტ „მმართველობა განვითარებისთვის“ G4G-ის, „საპარტნიორო ფონდის“ და მისი შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა.

„Seedstars თბილისი 2019“-ის მონაწილეებს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მიმართა. „დღეს ლიკანში ჩვენ ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონკურსს , რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე და თავიანთი ინოვაციური იდეები უცხოელ ინვესტორებს გააცნონ და შეთავაზონ . საპარტნიორო ფონდის ერთერთი პრიორიტეტია სტარტაპ-იდეების ხელშეწყობა და განვითარება. ამიტომაც სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მსგავს პროექტებს.“ -აღნიშნა დავით საგანელიძემ.

Seedstars თბილისი 2019- ის კონკურსის ფარგლებში 20-ზე მეტი სტარტაპი შეირჩა. იდეის ავტორებმა, სტარტაპ კონცეფციების მოსამზადებლად ტრენინგები მოწვეული მენტორების დახმარებით გაიარეს. კონკურსის გამარჯვებული კომპეტენტური ჟიურის მიერ 10 საუკეთესო სტარტაპიდან გამოვლინდა, რომელიც შვეიცარიაში, გლობალურ Seeedstars სამიტზე საქართველოს წარადგენს. სამიტის გამარჯვებულს კი ინვესტიციის სახით მთავარი პრიზი 500 000 აშშ დოლარი გადაეცემა.

მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ შარშან ქართული ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პირველი ქართული კომპანია STYX საერთაშორისო კონკურსის საუკეთესო ათეულში მოხვდა. აღნიშნულ კონკურსში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობენ, თუმცა ასაკობრივი ზღვარი შეზღუდული არ არის.

გლობალური სტარტაპ კონკურსი Seedstars 2019-ი საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება, ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს შესაძლებლობა აქვთ წელსაც გახდნენ Seedstars - ის გაერთიანების წევრი და იბრძოლონ მთავარი პრიზისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42