პროპორციული სისტემა და ნულოვანი ბარიერი - ოპოზიცია მმართველ გუნდს სამპუნქტიან პირობას უყენებს
პოზიცია - 15:27, 30 Jun, 2019     11906

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც რამდენიმე კვირის წინ არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით საქაღთველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი წარადგინეს, რომელსაც საქართველოს 300 000-მდე მოქალაქე აწერდა ხელს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

"2019 წლის ზაფხულში დაწყებული სახალხო პროტესტის ფონზე ხელისუფლება იძულებული გახდა შეესრულებინა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ერთბლივი და მრავალწლიანი მოთხოვნა და დათანხმებულიყო შემდეგი არჩევნების სრულიად პროპორციული სისტემით ჩატარებას.

2019 წლის 28 ივნისს ქართული ოცნების დეპუტაციამ საქართველოს პარლამენტში შეიტანა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში ასევე შესულია 20 პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ მომზადებული და 230 000 საქართველოს მოქალაქის ხელმოწერით მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც ასევე ითვალისწინებს სრულიად პროpპორციულ სისტემაზე გადასვლას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, მივმართავთ ხელისუფლებას:

• დაუყოვნებლივ დარეგისტრირდეს ორივე კონსტიტუციური კანონის პროექტი;

• სასწრაფოდ შეიქმნას საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვის კომისია, რომლის მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ორივე კანონპროექტი;

• ამ კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ ამ კომისიის მუშაობაში. აქვე ვაცხადებთ, რომ ეს არის საერთო გამარჯვება და ოპოზიციური პარტიები არ მივცემთ საბაბს და შესაძლებლობას ხელისუფლებას, უკან წაიღოს ეს დაპირება," - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42