სეოკი სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილების გადასინჯვას არ გამორიცხავს
საზოგადოება - 15:07, 07 Oct, 2013     2238

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საგანგებო სესიამ 2013 წლის 2 მაისს მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენების მონაწილეობის თაობაზე. მიუხედავად ჩვენს საზოგადოებაში ამ საკითხის მიმართ არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, სესიის დელეგატებმა უწინარესად იხელმძღვანელეს ოლიმპიური ქარტიის ფუძემდებლური პრინციპებით, ქართული სპორტის ინტერესებით, იმ ნეგატიური შედეგების გათვალისწინებით, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ოლიმპიადაში ჩვენს მონაწილეობაზე უარის თქმას. 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტს არაერთხელ განუცხადებია და ახლაც ადასტურებს, რომ ერთგულად იცავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, პატივს სცემს საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში მიღებულ წესებს, ამასთანავე იმედი აქვს, რომ იგივე სულისკვეთებით იმოქმედებენ ამ პროცესში ჩართული მხარეები, მათ შორის _ სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი.

ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა იმის თაობაზე, რომ ტელე-ჟურნალისტების ოლიმპიადაზე აკრედიტაციის ელექტრონულ ბაზაში დამოუკიდებელ საერთაშორისო სუბიექტებად შეიტანეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რაც ეწინააღმდეგება ყველა წესს და კანონს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან მიღებული ოფიციალური წერილი გვარწმუნებს, რომ ეს დასანანი გაუგებრობა უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.

აქვე გვინდა ფართო საზოგადოებრიობის ყურადღება მივაპყროთ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ოლიმპიური ცეცხლის მეჩირაღდნეთა რიგებში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მონაწილის, რუსული ბომბმშენის მფრინავის ივან ნიჩაევის ჩართვის შესახებ. ძირითადი ოლიმპიური ფასეულობაა საერთაშორისო მშვიდობის დამკვიდრება, "მშვიდობისმოყვარე საზოგადოების ჩამოყალიბება" (ოლიმპიური ქარტია). რუსული მხარის ამგვარი გადაწყვეტილება, რასაკვირველია, ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ ოლიმპიურ ღირებელებებს და საყოველთაო გულისწყრომას იწვევს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იმედოვნებს, რომ ოლიმპიადამდე დარჩენილ პერიოდში ამგვარი გაუგებრობები არ მოხდება და ჩვენ არ მოგვიწევს 2013 წლის 2 მაისის სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა“, - ნათქვამია განცხადებაში. 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42