ყოფილმა პრემიერმინისტრმა და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დღევანდელ სასამაღთლო პროცესზე პროკურორები ედუარდ შევარდნაძესა და მასთან ასოცირებულ პირებს შეადარა.
ვანო მერაბიშვილის სიტყვის ფრაგმენტს სასამართლო პროცესზე მყოფი ირმა ნადირაშვილი „ფეისბუქზე“ ავრცელებს:
„აქ მყოფი ახალგაზრდა პტოკურორები წარმოადგენენ ლაშა ნაცვლიშვილს, ლევან პირველს, კახა თარგამაძეს.
ხოლო ხანდაზმული პროკურორი, პირდაპირ შეიძლება მივიჩნიოთ შევარდნაძედ. იმ ქვეყანაში, სადაც ლაშა ნაცვლიშვილი პროკურორია, სადაც კახა თარგამაძესთან შეკითხვები არ აქვს, რა თქმა უნდა, მე ციხეში უნდა ვიჯდე.
მაგრამ ქალბატონო მოსამართლევ, რა დავალებაც არ უნდა გქონდეთ, ვერ შეძლებთ ამ დავალების შესრულებას“, - ამბობს ვანო მერაბიშვილი სასამართლო პროცესზე, რომელიც ამ წუთებში ქუთაისში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






