ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი დაწყებულია, როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს დაცვის მხარე შესავალ სიტყვას იტყვის და მხარეები შეუამდგომლობას დააყენებენ: ,, დღეს იწყება ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო სხდომის არსებითი განხილვა, მოვისმენთ მხარეთა შუამდგომლობას და მათ შორის, დაცვის მხარის შესავალ სიტყვას წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.
ვვარაუდობთ, რომ ამ პროცესს დიდი დრო დასჭირდება, აღნიშნულიდან გამომდინარე დღევანდელ სხდომაზე მოწმეები არ წარმოუდგენია ბრალდების მხარეს, ამას მომავალ პროცესზე ვაპირებთ, რაც შეეხება მოწმეთა რაოდენობას, აღნიშნულ საკითხზე არაეთხელ მოგახსენეთ რომ პროცესზე დავკითხვათ იმდენ მოწმეს, რამდენსაც ბრალდების მხარე საჭიროდ ჩათვლის,“- განაცხადა პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი უკვე დაწყებულია, პროცესს დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები ესწრებიან.
ნოდარ ჯოჯუა, „ნიუპოსტი“, ქუთაისი.
მასალის გამოყენების პირობები






