,,ტესტი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა შემოგვთავაზა: რუსულ-ქართული ომის ,,გმირებს“, რომლებიც გბომბავდნენ და რუსულ არმიას უთავისუფლებდნენ გზას საქართველოს სიღრმეებში, მე მას მშვიდობის ოლიმპიურ ჩირაღდანს დავაჭერინებ იმ თამაშებში, სადაც ბუნებრივია, ქართველებიც იქნებიან წარმოდგენილნი, როგორც სტუმრები და მონაწილეებიო... აბა სხვაგვარად როგორ?
მიმჯირყვნელი და მგონი არც მისი წინამორბედი არ აპირებდა ამ თამაშების ბოიკოტირებას... კი, გასაგებია, აბა რა... ოლიმპიადა, ხომ ყველა ერის მშვიდობიან თანაცხოვრებას და კეთილდღეობას ნიშნავს, მაგრამ პუტინმა ფსონი გაზარდა, მიმჯირყვნელო! მშვიდობის ჩირაღდანი რუსულ-ქართული ომის რუს გმირს დააჭერინა... იქნებ დაფიქრდეთ რატომ? დღესაც კი, როცა ჩემს შვილს ცაში თვითმფრინავის ხმა ესმის, მეკითხება - მამა რუსი მოდისო?! ეს ის რუსია, ვინც მის მეხსიერებაში ჩაიბეჭდა ნებისმიერი თვითმფრინავის ხმაზე, ეს ის რუსია, რომლის ანთებულ ჩირაღდანს ტაში უნდა დაუკრათ...
პუტინს რაც უნდა ვიცით, მაგრამ ჩვენ რა.... თავად დაასრულეთ!“, - წერს ედპ-ს ლიდერი.
მასალის გამოყენების პირობები






