m2-მა ბათუმში პირველი რეგიონალური ოფისი გახსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:08, 28 Jun, 2019     1533
ქალაქ ბათუმში, ლუკა ასათიანის #13-ში, დეველოპერულმა კომპანია „m2 უძრავი ქონებამ“ გაყიდვების პირველი რეგიონალური ოფისი გახსნა. ბათუმის ოფისის გახსნა არსებული და პოტენციური კლიენტების მეტი კომფორტისა და მათთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით გადაწყდა.

ამჟამად ბათუმსა და თბილისში m2-ის გაყიდვების ოთხი ოფისი მოქმედებს. თანამედროვე სტანდარტების სივრცეებში ნებისმიერი მსურველი ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მახასიათებლების, სერვისისა და სხვა დეტალების შესახებ. აქვე შეძლებენ, გაიარონ კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან, გააფორმონ ხელშეკრულება და მიიღონ მათთვის სასარგებლო ინფორმაცია ან შეთავაზებები. გაყიდვების ოფისები იმუშავებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 10:00-დან 16:00 საათამდე.

გაყიდვების ოფისებში შესაძლებელია m2 Rent-ის სერვისის მიღებაც. აღნიშნული სერვისი სპეციალურად m2-ის მობინადრეებისთვის მოქმედებს და მათ მფლობელობაში არსებული ბინების გაქირავებას, გაყიდვასა და ბინების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.

„m2 მუდმივად ვითარდება, ამჟამად ჩვენს კომპლექსებში უკვე 3500-ზე მეტი მობინადრე ცხოვრობს, მოხარულები ვართ, რომ წლიდან წლამდე მატულობს მომხმარებელთა რაოდენობაც, რომლებთანაც აუცილებელად დროული და მოქნილი კომუნიკაციაა საჭირო. სწორედ ამ მიზნით დავამატეთ ბათუმში გაყიდვების ახალი ოფისი. ამიერიდან, რეგიონში მცხოვრები ჩვენი პოტენციური კლიენტები იოლად მიიღებენ სასურველ მომსახურებას. რა თქმა უნდა, m2 ამაზე გაჩერებას არ აპირებს და, სამომავლოდ, მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, გაყიდვების სისტემის გამარტივებას გეგმავს, რაც ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს“, - ამბობს „m2 უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის მოადგილე გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით, შორენა დარჩიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42