ტელეკომპანია „ტვ 3“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი იმედა დარსალია უხელმძღვანელებს. იმედა დარსალიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საკითხი დღის ბოლომდე გადაწყდება,- განუცხადა Frontnews-ს არხის დირექტორმა კახა ბაინდურაშვილმა,
“სხვასთან ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ გვაქვს და თუ შევთანხმდით, საინფორმარციო სამსახურის ხელმძღვანელი იმედა დარსალია გახდება“, - აღნიშნა ბაინდურაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ბიზნესის მიმართულება სავარაუდოდ, ცალკე შენარჩუნდება და მისი უფროსი მაია ჭუჭულაშვილი იქნება.
„ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და ბიზნეს-მოვლენებზე საინფორმაციო გამოშვება კოლაჟების სახით ყოველ სამუშაო დღეს, საათში ერთხელ გავა. რაც შეეხება ზოგად საინფორმაციო გამოშვებას, სტუდიური და ძლიერი პოლიტიკური და ბიზნესის ბლოკებით ის 3 საათში ერთხელ გავა“, ბაინდურაშვილის თქმით, განახლებული საინფორმაციო გამოშვებები „ტვ 3“-ის ეთერში, სავარაუდოდ, ერთ კვირაში დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






