გუშინ „კონსტრუქტ2-ის“ კურსდამთვრებულებს „BK Construction-მა“ „სითი მოლის“ სამშენებლო ობიექტზე მიღება გაუმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:23, 26 Jun, 2019     1677

BK Construction-მა, „სითი მოლის“ სამშენებლო ობიექტზე, თავისი სამშენებლო კოლეჯის, „კონსტრუქტ2-ის“ პირველი გამოშვების სტუდენტებისთვის ობიექტებზე მიღების ცერემონია გამართა. ღონისძიებას BK Construction-ის, m2-ის, საქართველოს კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, რაგბის კავშირის წევრები და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

„კონსტრუქტ2“ სამშენებლო კომპანია BK Construction-ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.

ზესტაფონში მდებარე კოლეჯში სამშენებლო მიმართულებით თერთმეტ ხელობას ასწავლიან. სასურველი პროფესიის დაუფლება, სრულიად უფასოდ, 18 წელზე უფროს ნებისმიერი ასაკის, სქესის, ფიზიკური შესაძლებლობისა თუ გამოცდილების მქონე მსურველს შეუძლია. კოლეჯის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები, BK Construction-ის სამშენებლო ობიექტებზე დასაქმდებიან.

სამშენებლო სფეროში 26-წლიანი გამოცდილების მქონე BK Construction-ის მთავარი პრიორიტეტები, ხარისხიანი მშენებლობის გარდა, დასაქმებულთა პროფესიონალიზმი, გუნდური მუშაობის უნარი და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ერთგულებაა. სწორედ არსებული მიდგომებისა და ფასეულობების გასამყარებლად და შრომით ბაზარზე დამატებით კვალიფიციური კადრების დასამატებლად შეიქმნა სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, „კონსტრუქტ2-ის“ პირველ ნაკადს პირადად მივულოცო სასწავლო კურსის პირველი ეტაპის დასრულება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე თვის წინ გახსნილი სამშენებლო კოლეჯი, თავის მხრივ, უკვე წარმოადგენს BK Construction-ის ერთგვარ ხერხემალს. ახალი ნაკადისა და ვეტერანი მშენებლების კოლაბორაცია სამომავლოდ, უფრო მასშტაბური და ხარისხიანი მშენებლობების განხორციელების საშუალებას მოგვცემს“, - ამბობს შოთა ბერეკაშვილი, BK Construction-ის გენერალური დირექტორი და დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონების“ მმართველი პარტნიორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42