„ასორტიმენტის გაფართოება, გამრავალფეროვნება და მომხმარებლისთვის მუდმივად სიახლეების შეთავაზება ნიკორას ჩვეული სამუშაო პროცესია. ვფიქრობთ, ხორცპროდუქტების მოყვარულებს ნადვილად გავახარებთ, რადგან ახალ ასორტიმენტში მათ ნამდვილად არ გაუჭირდებათ შესაფერისი გემოს პოვნა“ - განაცხადა „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა კოშაძემ.
რულეტი მაიორანით, აქამდე არსებული შაშხებისგან საკმაოდ განსხვავებული გემოთი ხასიათდება. მაიორანი - სპეციალური სანელებელია, რომელიც შაშხს ეგზოტიკურ გემოს ანიჭებს, აქტიურად გამოიყენება ხორცპროდუქტებში და ხორცში არსებულ ცხიმებს აბალანსებს.
დაბალკალორიული, სიმსუბუქით გამორჩეული ქათმის შაშხი, განსაკუთრებით დააინტერესებს მათ, ვინც კალორიებს მკაცრად აკონტროლებს.
მზა ხორცპოდუქტებში, კლასიკური გემოს მოყვარულები თავიანთ არჩევანს შაშხის ძეხვზე შეაჩერებენ, სადაც ღორის ხორცი და შერეული სანელებლები არაჩვეულებრივად ერწყმის ერთმანეთს.
ვისაც უყვარს შებოლილი, ნივრის არომატის მქონე შაშხი, მაშინ ბუჟენინა სწორედ, რომ მათთვისაა.
ტრადიციულად, ნიკორას ეს გემრიელი ასორტიმენტი შეგიძლიათ მოიკითხოთ „ნიკორას“ სუპერმარკეტებში.
მასალის გამოყენების პირობები






