"იმ ღამით, სპეცრაზმის უკან შევედი... ვხედავდი, როგორ გამეტებით ურტყავდნენ დაკავებულებს, ჩემი ნერვების ნამდვილი გამოცდა იყო..." - ზურა ცერცვაძე
სოც.მედია - 22:00, 25 Jun, 2019     1929

სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე "გავრილოვის ღამეს" იხსენებს.

"ამ კადრის ისტორია:

იმ ღამით, სპეცრაზმის უკან შევედი (შესვლის ამბავი ცალკე ისტორიაა). რკინის ჭიშკრამდე შევძელი მისვლა. დავდექი და მაქსიმალურად შეუმჩნევლად ვიღებდი სპეცრაზმის ზურგში მომხდარ ამბებს. წინასწარ შევიტყვე სროლის ბრძანების შესახებ. შეძლებისამებრ ვაფრთხილებდი გარეთ მდგომ მეგობრებს. ვხედავდი, როგორ გამეტებით ურტყავდნენ დაკავებულებს და გინებით გაყავდათ პარლამენტის ჭიშკრის უკან. ჩემი ნერვების ნამდვილი გამოცდა იყო. ვხედავდი, როგორ ამცირებდნენ რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოსულ ახალგაზრდებს. ნერვებს ვერ ვიოკებდი. ჩემი კამერა არ მაძლევდა საშუალებას რამე მეთქვა ან გამეკეთებინა. სამწუხაროდ, ბევრი კადრის გადაღება ამიკრძალეს. რადგან მათიანი ვეგონე ჩემთან ღიად საუბრობდნენ. ბევრი მათგანი შეძრწუნებული იყო გავრილოვის ამბით, მაგრამ ბრძანებას ასრულებდნენ. ბევრი კი, გინებით და დაკავებულების ცემით იყო გართული. სროლის დაწყებიდან ცოტა ხანში ვიღაცამ მიცნო. "ამას აქ რა უნდა, სასწრაფოდ გაათრიეთო". ხელის ჯიკაობით გამიშვეს კორდონის მხარეს. შემდეგ - ცრემლსადენი გაზის გამო დაცლილ მოედანზე მარტო მყოფს რამდენიმე ტყვია დამიზნებით მხვდება..." - წერს ზურა ცერცვაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42