საქართველოს ბანკმა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კონფერენცია - “ინვესტორთა დღე” გამართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:58, 25 Jun, 2019     1579

საქართველოს ბანკმა არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის კონფერენცია - ‘”ინვესტორთა დღე” გამართა. ღონისძიების მიზანი იყო ინვესტორებისთვის უკეთ გაეცნო საქართველო, როგორც რეგიონში გამორჩეული საინვესტიციო ქვეყანა ეკონომიკური მიმზიდველობით, ბიზნესის კეთების ყველაზე ხელსაყრელი პირობებით, სტაბილური საბანკო სისტემით. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საბანკო სექტორში მიმდინარე და განხორციელებულ ცვლილებებზე, ასევე, საცალო და კორპორატიულ საინვესტიციო მიმართულებებზე. კონფერენციაზე განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

„საქართველოს ბანკს ინვესტორებთან ურთიერთობის, ინვესტიციების მოზიდვის და მათი ქართულ ეკონომიკაში დაბანდების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. უცხოელი ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალია ინტერესი ზოგადად საქართველოს ეკონომიკის და განსაკუთრებით, იმ კომპანიების მიმართ, რომელთა აქციები და ობლიგაციები განთავსებულია საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. ჩვენი არსებული თუ მომავალი ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირადად მიეღოთ ინფორმაცია კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლებისგან, ქვეყნის პირველ პირებთან ერთად განეხილათ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები. მოხარულები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა, რადგან ვფიქრობთ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. რეგულარული და ეფექტური შეხვედრები ინესტორებთან და ანალიტიკოსთა წრეებთან იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას საქართველოში ოპერირებადი კომპანიების, ზოგადად ქვეყნისა და მისი ფინანსური გარემოს შესახებ სწორი და საფუძვლიანი წარმოდგენის შესაქმნელად", -განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

კონფერენციას - „ინვესტორთა დღე“-ს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო და კერძო კომპანიათა ხელმძღვანელი პირები, მოწვეული 100-მდე ინვესტორი და ანალიტიკოსთა წრეების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42