რატომ უნდა ჰქონდეს ვებ–გვერდი თქვენს მცირე და საშუალო ბიზნესს?
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:00, 23 Jun, 2019     3241

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მუდმივად იცვლება მომხმარებლის ქცევა. თანამედროვე სამყაროში მომხმარებელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა, ინტერნეტ სივრცეში ეძებს კომპანიებს და ის, თუ რას იპოვის, ერთ–ერთი მთავარი კრიტერიუმია ამა თუ იმ ბიზნესისთვის უპირატესობის მინიჭებისას.

ციფრული სამყაროს პოპულარობის მიუხედავად, ზოგიერთი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია ვებ–გვერდის შექმნის აუცილებლობა და აქედან მიღებული დამატებითი სარგებელი. უმეტეს შემთხვევაში, ამას სამი ყველაზე გავრცელებული მიზეზი აქვს:

მიზეზი #1 – ,,ჩემი ბიზნესი ძალიან პატარაა და არ მაქვს ვებ–გვერდის შექმნისთვის საჭირო ბიუჯეტი“

თანამედროვე სამყაროში ვებ–გვერდს უნდა შეხედოთ ისე, როგორც თქვენი მარკეტინგული საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს. შესაბამისად, არგუმენტი, რომ საამისო ბიუჯეტი არ გაქვთ, იგივეა, რაც ბიზნეს ლიცენზიის აღებაზე უარის თქმა ფინანსების დაზოგვის მიზნით. ეს უკანასკნელი განსხვავებული ხასიათისაა, მაგრამ შედეგად ორივეს ერთი და იგივე დონის პრობლემებამდე მივყავართ.

მიზეზი #2: ,,ჩემი მომხმარებელი არ იყენებს ინტერნეტს“

ეს ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ვებ–გვერდზე საუბრისას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი სამიზნე აუდიტორია არ იყენებს ინტერნეტს, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ისინი ეკითხებიან რჩევებს სხვებს, მანამ სანამ აირჩევენ კომპანიას, ვისგანაც რაიმეს შეიძენენ. და გამომდინარე იქედან, რომ თითქმის ყოველ მეორე ადამიანს სმარტფონი აქვს, იმის ფიქრი რომ ინტერნეტში არავინ მოგძებნით, მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს თქვენს ბრენდის განვითარებაში.

მიზეზი #3: ,,არ მჭირდება ვებ–გვერდი, რადგან ინდუსტრია, რომელშიც ვსაქმიანობ, არ იყენებს ინტერნეტ გაყიდვის სერვისს“

ის, რომ ონლაინ არაფერს ყიდით, არ ნიშნავს, რომ ვებ–გვერდი არ გჭირდებათ. მანამ სანამ მომხმარებელი თქვენთან მოვა და რაიმეს შეიძენს, ის ეცდება, რომ მოგძებნოთ, სხვას შეგადაროთ და გაიგოს თქვენ შესახებ, რათა გენდოთ.


ახლა კი მოკლედ გეტყვით იმ დადებით მხარეებზე, რომელიც ვებ–გვერდის შექმნას აქვს, მიუხედავად იმისა, თუ რას ყიდით, ვის სთავაზობთ თქვენს პროდუქტს და რამხელაა თქვენი ბიზნესი:

მიზეზი #1: პროფესიონალური ვებ–გვერდი სრულ თანხვედრაშია მომხმარებლის მოლოდინებთან

მომხმარებელს აქვს მოლოდინი, რომ თქვენ შესახებ ინფორმაციის მოძიებას მარტივად და სწრაფად შეძლებს. მეტიც, მათი უმრავლესობა რაიმეს შეძენამდე თქვენზე წარმოდგენას ინტერნეტ სივრცით იქმნის. ვებ–გვერდის არქონა კი ატარებს მესიჯს, რომ დროს ფეხი ვერ აუწყვეთ, ან არ ხართ ახალი მომხმარებლების მოზიდვით დაინტერესებული.

გარდა ამისა, არსებობს მოლოდინი, რომ იქნებით იქ, სადაც თქვენი მომხმარებელია. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ დღესდღეობით კომპანიები საკმაოდ სოლიდურ ინვესტიციას დებენ ციფრულ მარკეტინგში. ყოველდღიურად გუგლში 3.5 მილიარდი ძებნა ხორციელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ დიდი აუდიტორია ეძებს და ელოდება თქვენს სერვისს.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვებ–გვერდში მრავალფუნქციური და დატვირთული სივრცე არ იგულისხმება. მთავარია, თქვენი მოძებნისას მომხმარებელმა სამ ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვაზე მიიღოს პასუხი:

⦁ ვინ ხართ?

⦁ რას სთავაზობთ?

⦁ როგორ დაგიკავშირდნენ?

მიზეზი #2: თავად შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ბიზნესის შესახებ არსებული ინფორმაცია და ბრენდინგი:

მომხმარებლის კომენტარები და შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საკუთარ ბრენდზე საბოლოო სიტყვა თავად უნდა გეთქმოდეთ და ეს სიტყვა ციფრულ სამყაროში სწორედ ვებ–გვერდია. ვებ–გვერდის ქონა მაშინვე ქმნის თქვენს ოფიციალურ წარმომადგენლობას ინტერნეტ სივრცეში, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სხვების შეფასებებზე არ ხართ დამოკიდებული და საკუთარი ლოგოთი, ფერებით, ფონტით და საბოლოოდ ვებ–გვერდით საუბრობთ თქვენს ბიზნესზე.

მიზეზი #3: ვებ–გვერდი ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვა, ტრადიციული რეკლამირების გზები:

ბევრი მცირე ბიზნესი დამოკიდებულია პირდაპირ რეკლამაზე ტელევიზიითა თუ პრესით. არავინ ამბობს რომ ეს რაიმეს გავნებთ, ან ასეთ რეკლამას არ უნდა აკეთებდეთ, მაგრამ ეს ძალიან ძვირი და დროთა განმავლობაში ნაკლები სარგებლის მომტანია. ვებ–გვერდი კი მნიშვნელოვნად იაფია და ციფრული სამყაროს მეშვეობით ბევრად ფართო აუდიტორიასთან გაკავშირებთ.

თუ ჯერ კიდევ არ შეგიქმნიათ თქვენი ბიზნესის ელექტრონული მისამართი, აღარ დაკარგოთ დრო, დაარეგისტრირეთ სასურველი დომენი https://nic.ge/ და დატოვეთ უნიკალური ანაბეჭდი ციფრულ სამყაროში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42