„ოცნების“ საარჩევნო ხრიკი - 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას „რუსთავი 2“_ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება და სოციალურ ქსელშიწ ერს:
„ნულოვანი ბარიერი, პირადად ჩემთვის, ცუდია და ბევრ რისკს შეიცავს. მით უმეტეს, როცა ქვეყანას რუსული ოლიგარქიული რეჟიმი მართავს.
თუმცა, ამ წუთში, მოვლენების განვითარების ამ ეტაპზე, ნულოვან პროექტთან დაკავშირებული ყველაზე დიდი რისკი და საშიშროება აქციის და მისი მხარდამჭერი პარტიების კონფლიქტი და დაშლაა. ამით კი სრული ფრუსტრაცია და ივანიშვილის უძლეველობის მითის დამკვიდრება გარანტირებულია.
რისკების და საშიშროებების აწონვით, სწორი და მშვიდი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. ისე გასწავლით, ვითომ მე გამომდიოდეს ყოველთვის, მაგრამ ცნობიერ დონეზე სულ მახსოვს, რომ რაციონალიზმი ყველაზე ემოციურ მომენტებშიც საჭიროა.
მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს: უზურპატორი უნდა წავიდეს!“
მასალის გამოყენების პირობები






