დვანში მცოცავი ოკუპაცია 300-ზე მეტმა სტუდენტმა და პროფკავშირების ახალგაზრდობამ გააპროტესტა
საზოგადოება - 17:05, 06 Oct, 2013     4947

ქართველმა სტუდენტებმა დღეს დვანში მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს. ისინი ჯერ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.

მოგვიანებით სტუდენტებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს იმ ადგილას, სადაც რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა რკინის კონსტრუქციებითა და მავთულხლართებით გაავლეს, მათი მტკიცებით, სადემარკაციო ხაზთან.

საოკუპაციო ხაზს მიღმა დვანელების მიწის ნაკვეთები და 3 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა. ამ დროისთვის ოკუპანტებს ე.წ. სასაზღვრო ნაგებობების მშენებლობა შეჩერებული აქვთ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა სამუშაოები დროებით შეაჩერეს და სავარაუდოდ, მალე ისევ გამოჩნდებიან. დვანელები იმასაც გვიყვებიან, რომ სოფელს საველე სათვალთვალო მოწყობილობებით მუდმივად აკონტროლებენ რუსი ოკუპანტები.  დღეს დვანში ჩასული სტუდენტები აცხადებდენ, რომ მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ  მათი აქციები პერმამენტულ სახეს მიიღებს და ყოველდღიურად გაგრძელდება.

რაც შეეხება პროფკავშირების ახალგაზრდობის აქციას, მათ საოკუპაციო ზოლთან თეატრალიზებული წარმოდგენა მოაწყვეს და აქციაზე მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერების ნიღბებით მივიდნენ.

პროფკავშირის ახალგაზრდები აცხადებენ, რომ მსოფლიოს ლიდერებმაც ხმა უნდა ამოიღონ ოკუპაციის გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ თავისი ძალებით ქართული საზოგადოება ვერაფერს გახდება.

გიორგი ახალკაცი, "ნიუპოსტისთვის", დვანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42