დვანში საპროტესტო აქციას 50-დე სასწავლებლის სტუდენტი გამართავს
საზოგადოება - 17:02, 06 Oct, 2013     1523

საქართველოში მოქმედი 50-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები დვანში ერთობლივ აქციას გამართავენ და რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი ომარაშვილმა აღნიშნა, ხვალ, 7 ოქტომბერს დადეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა კოლეჯების და კერძო სასწავლებლების სტუდენტებიც მიიღებენ.

ამასთან, მისივე თქმით, ხვალ 12:00 საათზე დვანში, საქართველოში მოქმედი 50-მდე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერ პროექტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.

"ჩვენი მიზანია შევახსენოთ მსოფლიოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ 21-ე საუკუნეში მავთულხლართები და ოკუპაცია დაუშვებელია. ასევე, გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ადგილობრივ მოსახლეობას და დავგმოთ ბოლო პერიოდში იქ განვითარებული მოვლენები. ასევე, სტუდენტური თვითმმართველობები ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, წარმოვადგენთ ჩვენს მიერ შემუშავებულ სპეციალურ ინიციატივას სოციალური პროგრამის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა მასიურ ჩართულობას ადგილობრივი დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად შემუშავებულ პროგრამებში,"- განაცხადა გიორგი ომარაშვილმა.

სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტური თვთმმართველობების ერთობლივი აქციის მონაწილეები ხვალ 09:00 საათზე სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ და სპეციალური განცხადების გაჟღერებას 12:00 საათისთვის გეგმავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42