შსს-ს მაშველებმა მესტიაში დაკარგული ებრაელი ტურისტები იპოვეს
საზოგადოება - 12:15, 06 Oct, 2013     1141
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა მესტიაში წარმატებული სამაშველო ღონისძიება განახორციელეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს განყოფილების და სასაზღვრო პოლიციის მესტიის ნომერ მე-9 სამმართველოს თანამშრომლებმა, წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მესტიის რაიონში დაკარგულ ტურისტებს მიაკვლიეს.
ტურისტები სოფელ ჟაბეშიდან უღირის უღელტეხილის გავლით სოფელ ადიშში მიემართებოდნენ. ამინდის გაუარესების გამო მათ კვალი აებნათ და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. დახმარების შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა. 
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა სამაშველო ოპერაცია ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყეს. მიუხედავად ამინდის გაუარესებისა, სამაშველო-საძიებო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა და არ შეწყვეტილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფმა სრული სამთო აღჭურვილობით 16 ხეობა და ყველა არსებული ტურისტულ მარშრუტი დაათვალიერა.
5 ოქტომბერს ებრაელ ტურისტებს მაშველებმა სოფელ ადიშსა და ჯაბეშს შორის მდებარე ერთ-ერთ ხევში მიაკვლიეს. ამ დროისთვის ორივე მათგანი გადაყვანილია მესტიაში და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42