38 წლის იაპონელ ბიზნესმენს 35 "შვილი" ჰყავს - თაღლითობა თუ ადამიანთა დახმარება
ეს საინტერესოა - 14:35, 23 Jun, 2019     1761

იუიჩი იში იაპონელი ბიზნესმენი და მსახიობია. იგი 38 წლისაა, მაგრამ მან უკვე მოასწრო გამხდარიყო მამა, სასიძო, ექს-საყვარელი, ბოიფრენდი, მეგობარი და აშ. თან რამდენიმეჯერ. თუმცა ყოველ ჯერზე - არასერიოზულად.

იშიმ დააფუძნა კომპანია, Family Romance (საოჯახო რომანი), რომელიც ნათესავების, მეგობრებისა და პარტნიორების გაქირავებითაა დაკავებული. მას ეს იდეა 14 წლის წინ დაებადა, მაშინ როდესაც მის მეგობარ ქალბატონს "ქმრობა" გაუწია, რადგან კერძო საბავშვო ბაღი, სადაც ქალს ბავშვი უნდა მიეყვანა, ორივე მშობელთან გასაუბრებას ითხოვდა. იშიმ მისი "მეუღლის" როლი არცთუ ისე წარმატებით შეასრულა - "შვილი" და "მამა" როლში კარგად ვერ შევიდნენ, თუმცა, კომპანიის იდეა სწორედ მაშინ დაიბადა.

იუიჩის კომპანიის წარმატება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ იაპონიაში არ უყვართ საკუთარ გრძნობებზე, ემოციასა და ურთიერთობებზე ღიად საუბარი და რეალობაზე მაღლა მოჩვენებითობას აყენებენ.

კომპანიაში ამჟამად 2200 უშტატო თანამშრომელია, რომლებიც წარმატებით თამაშობენ დედებისა თუ მამების, დეიდებისა და ბიძების, ქმრის ან ცოლის, შეყვარებულისა თუ საყვარლის, თქვენ წარმოიდგინეთ ბებია-ბაბუების როლსაც.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ მისი კლიენტების მოტივაცია სრულიად გასაგებია. მაგალითად, ქალები ქირაობენ ქმრებს ან საყვარლებს, რათა აბეზარი თაყვანისმცემლები მოიშორონ თავიდან. თამაშდება "ქორწილის" სცენა, რომლითაც ქალი ან ვაჟი მშობლების მიერ ძალდატანებულ, მათთვის არასასურველ ადამიანზე ქორწინებას არიდებენ თავს. ხშირად ვაჟი ან ქალი თავის პარტნიორს ყალბ დედ-მამას ან ბებია-ბაბუას "აცნობს" და აშ. არის შემთხვევები, როდესაც იშის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი მიმართავს თხოვნით, რათა საპირისპირო სქესის ადამიანთან ყალბი ქორწინებით, თავისი ნამდვილი ურთიერთობები დამალოს.

თავიდან იშიც აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეში და არც ახლა თაკილობს მოჩვენებითი ნათესავის როლის თამაშს. მას 35 "შვილი" ჰყავს, 5-ჯერ იყო "დაქორწინებული", ასამდე ქალის თხოვნით შეასრულა საყვარლის შეყვარებულისა თუ მეგობრის როლი. ამ დროს რეალურად მას არც ოჯახი და არც შვილები არ ჰყავს.

ურთიერთობები მოჩვენებითობის ფარგლებს არასდროს სცილდება. იშის განცხადებით, ყველაზე რთული მცირეწლოვან "შვილებთან" განშორებაა, როდესაც ბავშბი და დაქირავებული მამა ერთმანეთს შეეჩვევიან.

"იაპონიაში არ უყვართ საკუთარ გრძნობებზე, ემოციასა და ურთიერთობებზე ღიად საუბარი და რეალობაზე მაღლა მოჩვენებითობას აყენებენ. ჩვენ კლიენტებს სწორედ ამაშ ვეხმარებით," - ამბობს იში, რომელიც ამასთანავე აცხადებს, რომ მას გარკვეული კონტაქტები აქვს "შვილებთან" და სხვა 50-მდე "ნათესავ-მეგობართან".

განსაკუთრებით მრცხვენია, როდესაც პატარებს ვატყუებ" - აცხადებს იგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42