თქმულება თუ ლეგენდა სწორედ მაშინ დაიბადა, როცა რუსეთ-საქართველოს ომი ახალი დასრულებული იყო და საქართველო იარებს იშუშებდა, ამის პარალელურად კი სამხედრო იარაღის წარმოება დაიწყო.
შესაძლოა, ამ თქმულების არსებობას ისიც უწყობს ხელს, რომ აბრევიატურის ოფიციალური გაშიფვრა ან უცნობია, ან ამის სესახებ ძალიან ვიწრო წრეში იციან.
მაშ, ასე:
2009 წელს ერთმა კირკიტა ტიპმა ძალიან მოინდომა და შექმნა ანტისნაიპერული შაშხანა.
მერე კიდევ იკირკიტა და მიაღწია, რომ თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეთვალყურეობით, ეს შაშხანა პოლიგონზე გამოეცადათ.
ჩვენმა სამხედროებმა და სნაიპერებმა შაშხანა შეათვალიერეს, ხელში შეატრიალ–შემოატრიალეს და გაოგნდნენ: შაშხანა ტოლს არ უდებდა "ბერეტას", რუსულ შაშხანებთან კი შედარებაც არ შეიძლებოდა!
ურჩევენ მინისტრს, კი არ ურჩევენ, პირდაპირ მოითხოვენ მისგან – ჩაუშვან იარაღი წარმოებაში! ხუმრობა საქმე ხომ არაა – პოლიგონზე წარმოდგენილი იარაღი სრულყოფას თითქმის არ საჭიროებს...
მინისტრმა მოუსმინა სნაიპერებს და გადაწყვიტა, იარაღი წარმოებაში მიეღო. მიუახლოვდა ჩვენს კულიბინს (ასე უწოდებენ თვითნასწავლ ოსტატებს, რომლებიც დიდ წარმატებას აღწევენ თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელებაში, მანქანებისა და მექანიზმების შექმნა–გაუმჯობესება–გადაკეთებაში. უკავშირდება რუსი მექანიკოსის ივან კულიბინის სახელს, – რედ.), შეაქო და ჰკითხა: "რა დავარქვათ იარაღს?"
ახალგამომცხვარი კონსტრუქტორი ამბობს: "მე ამ იარაღს ПДШП დავარქვი".
ბაჩო, ცოტა არ იყოს, დაიბნა – არათუ რუსულად, რაღაც საბჭოთა დასახელებასავით ჟღერდა ეს აბრევიატურა, მაგრამ რას იზამდა – ავტორის ნებას ვერ გადახვალ...
ბოლოს მაინც უთხრა: "კარგი, მაგრამ აგვიხსენი, როგორ გავშიფროთ ეს აბრევიატურა, რომ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ..."
კულიბინმა გაიღიმა და უპასუხა: "ეს ძალიან მარტივად იშიფრება: ПДШП, ანუ - Путинис Дедас Ше**ци Пирши!"
ანტისნაიპერული შაშხანა წარმოებაში მიიღეს...
ქართული ჯარის არაოფიციალური ვებ-გვერდის: "geo-army.ge"-ს ფოტოები.
დამატებითი ინფორმაცია შაშხანის შესახებ "geo-army.ge"-ს მიხედვით:
12,7 მმ კალიბრის სნაიპერული შაშხანა პდშპ შეიქმნა სსტც ,,დელტას,, მიერ 2010 წელს.
მასზე გამოიყენება საბჭოთა სტანდარტის 12,7X108 მმ კალიბრის ვაზნები. გამოცდებისას შაშხანამ სიზუსტის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გამოავლინა.
სროლის სიბურჯღლით პდშპ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ ამერიკულ 12,7 მმ შაშხანა M82A1-ს და მის დამოკლებულ მოდიფიკაციას, ბულპაპის სქემის M-95 ტიპის შაშხანასაც აღემატება.
შაშხანაზე დაყენებულია ასევე სსტც ,,დელტაში,, დამზადებული დღე-ღამური რეჟიმის ხედვის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა.
შასხანის სხვა ფოტოები "geo-army.ge"-ზე
"ნიუპოსტის" შენიშვნა: რუბრიკაში "შენი რეპორტაჟი" მკითხველის მიერ გამოქვეყნებული ეს მასალა დაშვებულია გამოსაქვეყნებლად რედაქციის მიერ და ის წარმოადგენს ავტორის პირად მოსაზრებას. ამ და სხვა, რედაქციის მიერ დაშვებულ მასალებში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი.

მასალის გამოყენების პირობები






