"არც კი სცადოთ მელიას საკუთარ ამპლუაში ყოფნას და 300 კაცის სპეცრაზმთან ძიძგილაობას გადააბრალოთ და ამით გააპრავოთ ყველაფერი" - ჰერმან საბო
სოც.მედია - 13:10, 21 Jun, 2019     2128

პარლამენტის შენობასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში "გირჩის" წევრი ჰემან საბო აფასებს და "ქართულ ოცნებას" მიმართავს.

"ქართული ოცნება / Georgian Dream

არც კი სცადოთ გუშინდელი მელიას საკუთარ ამპლუაში ყოფნას და 300 კაცის სპეცრაზმთან ძიძგილაობას გადააბრალოთ და ამით გააპრავოთ ყველაფერი.

მე პირადად ჩემს, ერთკაციან მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე ვიყავი. არც მელიას აქციაზე ვმდგარვარ, არც ოქრუაშვილის და არც სხვების. და ჩემსავით იყო იქ ათასობით ადამიანი, რომლების აღშფოთება რომ ლეგიტიმური იყო, მაგას მოსთქვამდით თქვენც ბიძინიანად, დაღმავალი ხაზით.

ხო ძალიან ნათელია, რომ მშვიდობიანად იდგა იქ მოსული ხალხის უდიდესი უმრავლესობა? 15 000 კაცს რომ მართლა სდომებოდა პარლამენტში შევარდნა, ხო ნათელია რომ სულ სხვა სურათი იქნებოდა?

ხოდა თქვენ ამ მშვიდობიან მოქალაქეებს:

1. არ დაელაპარაკეთ

2. არ შეუსრულეთ არცერთი სამართლიანი მოთხოვნა, რომლითაც გამოჩნდებოდა, რომ მართლა მიხვდით, რა მძღნერიც ჭამეთ გავრილოვით.

3. დაუშინეთ ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და ის რაღაც სტაფილოსფერი ტყვიები(რომლების ლეგალურობაზეც კითხვები გვაქვს)

4. გამოუსწორებლად დააზიანეთ რამდენიმე ადამიანი.

5. მთელი ღამე ნადირობდით თბილისის ქუჩებში.

ესე არ გამოვა.

ესე არ მოსულა.

ჩვენთვის გაქვთ აწი ორმაგად პასუხი გასაცემი და კარგად მოიფიქრეთ, რას გვიპასუხებთ ამ ყველფერზე, იმიტომ, რომ მკაცრად მოგთხოვთ. დღეს 7ზე მოვდივარ, ოღონდ ახლა უკვე მთელი ჩემი ოჯახით და ყველა მეგობრით, ვინც წუხელ მანდ არ იყო" - წერს ჰერმან საბო.

ფოტო: ლიზა გაბუნია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42