ოპოზიცია საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებს - აქცია რუსთაველზე დღეს 19:00 საათზე განახლდება
პოზიცია - 05:36, 21 Jun, 2019     5793
ოპოზიციის ლიდერები უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ. წუხელ განვითარებულ მოვლენებს შეაფასეს და განაცხადეს, რომ საზოგადოების პროტესტი არ შეჩერდება. გაერთიანებული ოპოზიციის წევრის გიორგი ვაშაძის თქმით, ხვალ 7 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია ისევ გაიმართება და ოპოზიციის სამოქმედო გეგმა სწორედ ხალხთან შეთანხმდება:


"ის რაც დღეს ჩაიდინა ხელისუფლებამ ეს იყო კანონგარეშე, 7 საათზე ვიკრიბებით რუსთაველზე და ხალხთან ერთად გადაწყდება სამოქმედო გეგმა."- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ბოკერია ამბობს, რომ მოხდა ძალის გადამეტება, პრემიერის განცხადება კი იყო მაგალითი, როგორი განცხადება არ უნდა გაკეთდეს.

"ამ ვითარებაში პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე გამორიცხულია განმუხტვა. ეს აღარ არის მხოლოდ კობახიძის პასუხისმგებლობა. ეს არის გახარიას პასუხისმგებლობაც,"-აცხადებს ბოკერია.

მისი თქმით, სრული ოპოზიციური სპექტრი იზიარებს სამ მოთხოვნას, კობახიძის გადადგომას, გახარიას გადადგომას და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის თქმით, აქციები არ შეწყდება:

„ნახავენ, რამდენი ადამიანი მოვა. პოლიტიკა, პოლიტიკური პარტიები უკვე არაფერ შუაშია აღარ არიან, ე.წ. ხელისუფლება დაუპირისპირდა საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც წაართვა კონსტიტუციური უფლებები და შეურაცხყოფა მიაყენა იმას, რასაც ამდენი წელია, ეს ხალხი იცავს, ეს არის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42