"კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ჟურნალისტს, რომელმაც ბაჩო ახალაიას ციხეში გადაღებული კადრები მოიპოვა და გაავრცელა, კბილაშვილის უწყება ჩანაწერის სრული ვერსიის გადაცემას სთხოვს. ამის შესახებ მთივლიშვილი სოციალურ ქსელში აჟღერებს.
"მთავარი პროკურატურიდან დამირეკეს, ჩანაწერი გვინდაო, რომელი კანონის, რომელი მუხლის საფუძველზე ითხოვთ?", - წერს ჟურნალისტი. "2013 წლის 04 ოქტომბერს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთ-ერთი დაწესებულების საკანში მოთავსებული პატიმრის - ბაჩანა ახალაიას ცალკეულ პირებთან შეხვედრებსა და საუბარს".
მასალის გამოყენების პირობები






