7 წლის გოგონას გაუპატიურება იმერეთში - დედის მეგობარ კაცს 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
სამართალი - 11:12, 20 Jun, 2019     3875
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და გაუპატიურების, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული რ.ვ დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.


„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა რ.ვ.-მ, რომელიც მეგობარ ქალთან მ.მ-სთან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა, 2018 წლის ივნისიდან - ნოემბრის ჩათვლით მ.მ-ს არასრულწლოვან შვილთან, სხვადასხვა დროს სამჯერ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, ასევე ისარგებლა 7 წლის გოგონას უმწეო მდგომარეობით და გააუპატიურა იგი.

სასამართლო პროცესზე ასევე დადგინდა, რომ გარდა აღნიშნული დანაშაულისა, რ.ვ.-მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მ.მ-ს და მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ.

სამართალდამცველებმა რ.ვ. 2018 წლის 21 ნოემბერს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და „გოლდ-სტარის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა.

რ.ვ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -141-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) 111 -137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ოჯახის წევრის მიმართ), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ რ.ვ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 22 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42