სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომი „პერიფრაზი“ - გრანდიოზული კონცერტი სპორტის სასახლეში 28 ივნისს გაიმართება
კულტურა - 19:08, 19 Jun, 2019     2583

„ბრავო რექორდსმა“ სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომი გამოუშვა, რომლის სახელწოდებაა „პერიფრაზი”. ალბომში შესულია პროექტ „მხოლოდ ქართულში“ სოფოს მიერ შესრულებული თითქმის ყველა სიმღერა: „იაგუნდი“; „ძეგლად გადმომეფარე“; „ჰერიო ბიჭებო“; „ჯადოსნური კვერცხი“; „ჩემი აღარა ხარ მორჩა“; „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“; „თათრის გოგონავ“; „ადანდალი” და „ფაჩუჩები“.

შეგახსნებთ, რომ 28 ივნისს, კომპანია „ბრავო რექორდსი“ და „რუსთავი 2“ სპორტის სასახლეში სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო, გრანდიოზულ კონცერტს გამართავს, სადაც ალბომში შესულ ყველა სიმღერასთან ერთად ყველასათვის საყვარელი სიმღერების ახლებური ვერსიებიც შესრულდება.

პროექტში, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ მარინა ბერიძე, მონაწილეობას მიიღებენ: ბენდი „ნიუტონი“ - შაკო ღელეყვა (ბასი); ლევან აბშილავა (დრამი); ზვიად ბოლქვაძე (არანჟირებების ავტორი, ვოკალი, გიტარა, კლავიში და სხვა); ლევან კემულარია (საყვირი); გიორგი პაპუნაშვილი (დუდუკი) და სპეციალურად მოწვეული მუსიკოსები.

კონცერტის დასრულების შემდეგ, სპორტის სასახლის ფოეში, მსურველებს ალბომის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ, პარალელურად გაიმართება ალბომზე ხელის მოწერის ცერემონიალი (sighning party).

19 წლის სოფო ბათილაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მუსიკალური პროექტის "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებულია. სოფო მან პროექტის დაწყებისთანავე, უნიკალური შესრულების მანერით ქართველი მსმენელის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

სოფო გამოირჩევა განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და ინდივიდუალიზმით. მისი დამიკიდებულება ქართული სიმღერისადმი არის თამამი და ამავე დროს ფრთხილი. ზვიად ბოლქვაძის და სოფო ბათილაშვილის საოცარი ტანდემი, არის ახალი სიტყვა ქართულ მუსიკალურ სცენაზე.

სოფო ძალიან პატარა ასაკიდან მღერის, იყო რამოდენიმე ფოლკლორული ანსამბლის წევრი, დამთავრებული აქვს მუსიკალური ექვსწლედი ფორტეპიანოს განხრით, ფლობს არაერთ ინსტრუმენტს ამჟამად, კი ვოკალის განხრით ნიჭიერთა ათწლედში სწავლობს, ასევე არის აფხაზეთის კაპელის წევრი, რომელსაც ზვიად ბოლქვაძე ხელმძღვანელობს.

კონცერტზე დასასწრები ბილეთები იყიდება: BILETEBI.GE-ზე და სპორტის სასახლის სალაროებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42