18 ივნისს, ფლორიდის ქალაქ ორლანდოში, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის დაწყება. 20 ათასიანი სტადიონი, რომელზედავ ტრამპი სიტყვით გამოვიდა სრულიად გადაჭედილი იყო პრეზიდენტის მომხრეებით, რომელთაც სპეციალური წითელი კეპები ეხურაღ/
პრეზიდენტმა მოუწოდა ხალხს კვლავ დაუჭირონ მას მხარ, რათა არსებულმა ადმინისტრაციამ კიდევ ოთხი წლის განმავლობაში შესძლოს დაწყებული საქმეების კეთება.
თავის გამოსვლაში ტრამპმა დემოკრატები ქვეყნის გახლეჩის სურვილში დაადანაშაულა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჯერჯერობით, ტრამპი პოპულარობით ყველა დეკოკრატ პრეზიდენტობის კანდიდატთან აგებს.
"დღეს მე თქვენი თანდასწრებით ოფიციალურად ვიწყებ საარჩევნო კამპანიას, რათა კიდევ 4 წლით ამირჩიოთ აშშ-ის პრეზიდენტად. გპირდებით, არასდროს გაგიცრუებთ იმედს," - მიმართა პრეზიდენტმა მხარდამჭერებს.
ტრამპის გარდა ტრიბუნაზე სიტყვით მელანია ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სარა სანდერსი გამოვიდნენ.
ფლორიდა ელეტრორალური თვალსაზრისით ერთერთი მნიშვნელოვანი შტატია არჩევნებში გამარჯვებისათვის. 2016 წელს ტრამპმა ჰილარი კლინტონს ფლორიდაში მცირე უპირატესობით მოუგო და სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყვიტა მან სტარტის სწორედ ამ შტატიდან აღება.
მასალის გამოყენების პირობები






