CBONDS-მა, ბათუმში გამართულ ობლიგაციების კონგრესზე გალტ ენდ თაგარტი 2019 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:12, 19 Jun, 2019     2354

ბათუმში Cbonds–ის კორპორატიული ობლიგაციების კონგრესი გაიმართა. კონგრესი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობენ დსთ-ს, უკრაინის, ბალტიისპირეთის და კავკასიის ქვეყნების კაპიტალის ბაზრების მონაწილეები და სხვა განვითარებადი ქვეყნების ფინანსური ინდუსტრიის წარმომადგენლები. კონგრესის ფარგლებში გამოვლინდა საუკეთესო საინვესტიციო ბანკი. CBONDS-მა გალტ ენდ თაგარტი 2019 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.

წლევანდელ კონგრესს, ბათუმში, 20-მდე ქვეყნის 150-ზე მეტი დელეგატი დაესწრო, მათ შორის მონაწილეობას იღებდნენ ისეთი საფინანსო და სარეიტინგო ინსტიტუტები როგორიცაა: S&P Global Ratings, Fitch Ratings, EBRD, EDB, Raiffeisen Bank International AG, Leonteq Securities, A3E Capital SICAV, BCS Global Markets, საქართველოს, სომხეთის, ბაქოს, ტაშკენტისა და მოსკოვის საფონდო ბირჟის წარმომადგენლები, ბაზრის რეგულირებასა და განვითარებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურების, საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები. კონფერენციის ძირითადი თემა იყო რეგიონის ქვეყნების მაკროეკონომიკური ანალიზი და პროგნოზები, ადგილობრივი და ევროობლიგაციების ბაზრების მდგომარეობის შეფასება და ტენდენციები, რეგიონული საინვესტიციო გარემო და განვითარების პერსპექტივები. მნიშვნელოვალი იყო, რომ კონგრესის მონაწილეები გაეცნენ 30-ზე მეტი მომხსენებლის პრეზენტაციას და ადგილი ჰქონდა საკმაოდ საინტერესო პროფესიულ მსჯელობა-დისკუსიებს.

„Cbonds–ის მიერ დსთ, ბალტიისპირეთის, უკრაინისა და კავკასიის ქვეყნების ყოველწლიური ობლიგაციების კონგრესის საქართველოში და ქალაქ ბათუმში ჩატარებას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, რეგიონალური ქვეყნების კაპიტალის ბაზრების ინფრასტრუქტურის წარმომადგენლები ეცნობიან საქართველოს და სხვა ქვეყნების ფინანსური ბაზრების განვითარების დონეს და პერსპექტივებს. აღსანიშნავია, რომ დელეგატთა უმრავლესობა ცალსახად აღნიშნავდა საქართველოს პროგრესს და მის პოტენციალს რეგიონში ფინანსური მომსახურებების განვითარების კუთხით, აგრეთვე დიდ ტურისტულ პოტენციალს. გალტ ენდ თაგარტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჯილდოებს წელსაც შეემატა Cbonds–ის მიერ მონიჭებული სტატუსი - „საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკი - 2019“,- აცხადებენ გალტ ენდ თაგარტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42