რელიგიური ძალადობა სიქველის სახელით-"სასულიერო პირები მრევლს ძალადობისკენ ახალისებენ, მოუწოდებენ ხელში კომბლები აიღონ და საკუთარი თანამოძმები სცემონ"
პოზიცია - 14:45, 19 Jun, 2019     1728
მას შემდეგ რაც ოფიციალურად გაირკვა, რომ "თბილისი პრაიდი" და "ღირსების მარში" არ გაუქმდება, დღის წესრიგში დადგა პრობლემა, უზრუნველყოფს თუ არა სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეთა უსაფრთხოებას?

მართალია, დღეს ლევან ვასაძემ მის „ლეგიონს“ კომბლების სხვენში შენახვისკენ მოუწოდა, თუმცა პრაიდის ორგანიზატორები აგრესიული ჯგუფების მხრიდან ძალადობას მაინც არ გამორიცხავენ.

მათი შეფასებით, ხელისუფლების ქმედება სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისია, რაც საფრთხეში აგდებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

"თბილისი პრაიდის” ორგანოზატორთა შიში უსაფუძვლო ნამდვილად არ არის, ბოლო რამდენიმე დღეა, ძალადობრივი ჯგუფები საგანგებო მობილიზებას აცხადებენ და ღია მუქარასაც არ ერიდებიან.

თავის მხრივ სახელმწიფო ლგბტ თემსა და მათ მხარდამჭერებს აფრთხილებს, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

„თბილისი პრაიდის“ გამართვის გარშემო შექმნილმა უმძიმესმა სურათმა კი უფლებადამცველების თქმით, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ როგორი გავლენა აქვს ხელისუფლებაზე საქართველოს საპატრიარქოს.

"ნიუპოსტი" აღნიშნულ საკითხზე თეოლოგიის დოქტორს, მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა:

- როგორია თქვენი პოზიცია ბოლო დღეებში "რელიგიის სახელით" განხორციელებულ ძალადობაზე?

- ნებისმიერი სახის ძალადობა არის დასაგმობი საქციელი ქრისტიანული თეოლოგიის მიხედვით, თუმცა, როგორც თავის დროზე კირიონ კათოლიკოსმა აღნიშნა, რელიგიური სახის ძალადობა ყველაზე უარესი ფორმაა ძალადობისა. როდესაც რელიგია ამართლებს ძალმომრეობას და სახავს მას სიქველით, ეს ქმედება მორალური თვალსაზრისით ლეგიტუმური ხდება მოძალადე ადამიანებისათვის, უფრო მეტიც, მათ უყალიბდებათ განცდა, რომ ისინი საგმირო და საღვთო საქმეებს სჩადიან. ამ ყოველივედან გამომდინარე ისინი დაუშრეტელად ისწრაფვიან მუდმივად იძალადონ სხვებზე.

- საინტერესოა, ეკლესიის როლი ამ ძალადობაში, რამდენად სწორია რიგი სასულიერო პირების პოზიცია?

- ეკლესიამ ამ შემთხვევაში აირჩია ძალიან წინააღმდეგობრივი პოზიცია, ნაცვლად ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და მის მიერ გამოწვევად აღქმული თემის არსობრივი განხილვისა, ეკლესია, სწორედ რომ პროტესტის ძალადობრივ ფორმებს ანიჭებს სასულიერო პირების პოზიცია, რომლითაც ისინი საკუთარ მრევლს ძალადობისკენ ახალისებენ, მოუწოდებენ მათ ხელში კომბლები აიღონ და საკუთარი თანამოძმები სცემონ, ყოვლად არაქრისტიანულია. ნებისმიერი ადამიანი არის ხატი და მსგავსი ღვთისა, ხოლო მისი განმსჯელი მორალური თვალსაზრისით არის ოდენ უფალი.

- სახელმწიფოს როლს სად ხედავთ და ვისი ინტერესები იკვეთება თქვენი აზრით, აგრესიული ქმედებების უკან, ანუ ვინ არის ლევან ვასაძე, ვის თამაშს თამაშობს ის?

- თანამედროვე სამყაროს უმეტეს ნაწილში, კანონმდებლობა და ამ კანონთა აღსრულების პრეროგატივა გადაბარებული აქვს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და სასამართლოს. სწორედ, რომ დემოკრატიული წყობა უზრუნველყოფს ხსენებულ პროცესებში საზოგადოების დიდი ჯგუფების ჩართულობას და ცივილიზებული ფორმებით პროტესტის გამოხატვის უფლების დაცვას. მოკლედ, რომ ვთქვათ ქვეყნის ტერიტორიაზე აღმკვეთი ღონისძიებების გატარების ლეგიტიმური უფლება, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია. ნებისმიერი თვითნებური სადამსჯელოს სახის ფორმირება და ადამიანთან გაერთიანება, უკვე არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ანუ როდესაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი, რაიმე სახით ძალადობს სხვა მოქალაქეებზე, სახელმწიფოს მოვალეობაა სასწრაფოდ აღკვეთოს ეს ქმედება. სინამდვილეში ვინ არის ბატონი ლევან ვასაძე, ვის კონკრეტულ ინტერესებს ემსახურება და რომელი სახელმწიფოს თამაშს თამაშობს, ამაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი სამხილების გარეშე ძნელია, თუმცა მოცემულობა გარკვეული ლოგიკური დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს.

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორთა თქმით, არსებული რისკების მიუხედავად, პირველი ღირსების მარში თბილისში მაინც გაიმართება. ისინი ზუსტ დროსა და ადგილს უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებენ.

ცნობილია, რომ მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ ლგბტ პირების მხარდამჭერი ჯგუფები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42