ლევან ვასაძის აქციას და კომბლების მუქარას ფეისბუქი გვერდზე პოსტით ეხმაურება ჟურნალისტი ესმა კუნჭულია:
"კომბლისნაირები;))) ანუ სულ არსებობს 8 სახის კომბალი: 1) ბრუკურტა; 2) დღვეცი; 3) კოპაჭური; 4) კავკომბალი; 5) კაკუჩა; 6) კვატიტა; 7) ტოვეცი იგივე გარდანაკი; 8) ფაინდა;
ქართული მატერიალური კულტურის ლექსიკონში, კომბალი ასეა ახსნილი - მწყემსის ჯოხი, რომელსაც თავში აქვს პატარა კაუჭი ცხვრის დასაჭერად!!!
ჰოდა, რომელი რომელს მოხვდება ვინ გაიგებს?;((((
პ.ს. ასე მგონია, მე კვატიტა არ ამცდება ცხვირის ნესტოზე პირსინგის გამო;((( რა ვიცი, ვინმეს რამე არ ვეგონო;((( არაერთხელ მკითხეს კიდეც, რას ვეტაკე ჩემს ცხვირს, რა არის ახლა ეს, მყავდა თუ არა პატრონი;((( პატრონი მყავდა დიდებული! ტრადიციული, თამადა, უმაგრესი და იცით, არ მიშლიდა არც პირსინგს და არც ლურჯ თმას... იცით რატომ? იცოდა, ადამიანი თავისუფალია და რასაც მოიდნომებს, მაინც გააკეთებს, თუნდაც კომბალი მოხვდეს!
მაგრამ მყარად, გეოგრაფიასავით მასწავლიდა სად გადიოდა შუბლზე ძარღვი. მისი გაწყვეტის საშიშროებებსა და ვეღარ გამთელების აქსიომას!!!
ეს ერთი.
მეორე - სახელმწიფოს ვალია მწყემსიც დაიცვას და ცხვარიც, მეც და ჩემი მეზობელი აზერბაიჯანელი თახირაც, ტერიტორიებიც და ჩემი ეკონომიკაც... არ დაუშვას კომბლეობა. კანონით, ფრთხილად, ლამაზად, მშვიდობიანად დაარეგულიროს ყველას პოზიცია. ამისთვის მოიმარჯვოს კონსტიტუცია, კანონი, იუტიცია და სოფელიც აშენდება!!!
არ მინდა ჩვენმა შვილებმა ნახონ დასისხლიანებული ადამიანები;(((( უარესი შედეგი მოჰყვება.
პ.ს. ძირს ძალადობა!!!!!!!" -წერს ესმა კუნჭულია.
მასალის გამოყენების პირობები






