"სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის #02/10/01 განკარგულების მე–4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგენის, პრობაციის ბიუროში აღრიცხვიანობიდან სათანადო წესით მოსახსნელად და შესაბამისად თქვენს მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების დასრულების მიზნით, გთხოვთ, პრობაციის შესაბამის ბიუროში წარადგინოთ 2013 წლის 2 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა "ნასამართლობის შესახებ".
ასევე უმორჩილესად გთხოვთ, თქვენს მიმართ სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულების შესახებ პრობაციის ბიუროს მიერ ცნობის გაცემამდე, შეასრულოთ თქვენს მიმართ ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ დადგენილი რეჟიმის მიხედვით რეგისტრაციისთვის გამოცხადდით პრობაციის ბიუროებში და სათანადო ნებართვის გარეშე არ დატოვოთ საქართველოს საზღვარი, მიუხედავად იმისა გადმოგეცათ თუ არა შეწყალების შესახებ ამონაწერი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ.
დამატებით საკითხებზე გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 2 10 59 71", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






