კახეთში თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი ჩატარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:12, 17 Jun, 2019     1190

თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE-ს მხარდაჭერით, რეგიონული ბიზნესფორუმები გრძელდება. აჭარისა და იმერეთის შემდეგ, ფორუმის მონაწილეები ამჯერად კახეთში შეიკრიბნენ.

ბიზნესფორუმში მონაწილეობა იმ მცირე და საშულო მეწარმეებმა მიიღეს, რომლებიც კახეთის რეგიონში საქმიანობენ.

ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს. 9 სპიკერი თიბისის ბიზნესკლიენტების წინაშე სხვადასხვა აქტუალური თემით წარდგა. სესია თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ - ნიკოლოზ ქურდიანმა გახსნა და მან ბიზნესში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა - რატომ უნდა გახდეს ყველა ბიზნესი ციფრული და რა როლი აქვს მარკეტინგს ბიზნესის განვითარებაში.

შემდეგი სპიკერი ნინო ოხანაშვილი იყო. HR-ის მიმართულებით მრავალწლიანი საკონსულტაციო გამოცდილებით, მან ლიდერობის ხელოვნებაზე ისაუბრა და შეეცადა პასუხი გაეცა კითხვისთვის - „როგორ უნდა გახდეს ლიდერი სხვებისთვის მოტივატორი?"

მცირე მეწარმის წინაშე არსებულ გამოწვევებზე NEXIA TA-ს მმართველმა პარტნიორმა - გელა მღებრიშვილმა ისაუბრა; აგროეკოლოგმა - დავით ბირკაძემ აგროტურიზმის შესახებ; SavvY Consulting მმართველმა პარტნიორმა - მარიამ ქოიავამ კი IFRS-ის სიახლეები, რეგულაციები და უპირატესობები გააცნო ფორუმზე შეკრებილ მეწარმეებს.

ფორუმი თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა - ალექსანდრე მაყაშვილმა დაასრულა თემით - „თავი თუ სახელი" ანუ ნდობა, როგორც მთავარი აქტივი ბიზნესში.

ამით ფორუმის პირველი ნაწილი დასრულდა. შემდეგ მონაწილეები ინტერესის სფეროების მიხედვით, თავიანთი სურვილისამებრ ვორქშოპებზე გადანაწილდნენ. მათ არჩევანი შემდეგ თემებს შორის გააკეთეს:

„ყურადღების მიპყრობის ერა ანუ მარკეტინგის ციფრული ტრანსფორმაცია" - ვორქშოპი თიბისის ციფრული მარკეტინგის უფროსმა მენეჯერმა - ტატო ნორაკიძემ ჩაატარა.

„როგორ წამოვიწყოთ ექსპორტი" - ამ თემაზე ექსპორტის განვითარების სააგენტოდან გვანცა მელაძემ ისაუბრა;

„სასტუმრო მასპინძლობის ინდუსტრიაში" - სასტუმროების ბიზნესის თავისებურებეზე აგარარული უნივერსიტეტის ლექტორმა - ქეთევან ალიმბარაშვილმა ისაუბრა.

„როგორ შევაფასოთ საოპერაციო გადაწყვეტილებები ბიზნესში" - ამ კითხავაზე პასუხის გაცემას შალვა ახრახაძე შეეცადა, რომელიც საკონსულტაციო კომპანიის - „ფინანსური ლაბორატორიის" მმართველი პარტნიორია.

ვორქშოპების დასრულების შემდეგ ფორუმის მონაწილეებს ერთმანეთის და მოწვეული სპიკერების უკეთ გაცნობის საშუალება ჰქონდათ. ბიზნესფორუმი აჭარისა, იმერეთის და კახეთის შემდეგ საქართველოს სხვა რეგიონებში ჩატარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42