ექვსი აქსესუარი მოკლე, შავი კაბისთვის
შოუ ბიზნესი - 10:34, 05 Oct, 2013     13906

კოკო შანელის დამსახურებით, ქალბატონებმა, მთელი მსოფიოს მასშტაბით, შეიყვარეს მოკლე, შავი კაბები. ფრანგმა მოდელიორმა შექმნა ეს შეუცვლელი ტანისამოსი 1926 წელს, გარდაცვლილი პარტნიორის საპატივცემულოდ. თუმცა, შეუდარებელი სტილისა და შთამაგონებელი გარეგნობის შესაქმნელად, მოკლე და თან შავი კაბა არ არის საკმარისი. თუ ყურადღების მიპყრობა გსურთ, კაბას აუცილებლად უნდა შეუხამოთ სხვადასხვა აქსესუარი და მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ დეტალებს. ამ შემთხვევაში, ქალბატონი ნამდვილად შთამაგონებელი, მიმზიდველი და ნებისმიერისთვის სასურველი იქნება. რა თქმა უნდა, დასაშვები აქსესუარების ვარიანტები ბევრია, მაგრამ „პრესა.ჯი“ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ, რომელიც ასეთი ტანისამოსის ტარებისას, ეფექტის მოხდენაში დაგეხმარებათ.

კოლგოტები დიდი ორნამენტებით

გსურთ, რომ თქვენი შეუდარებელი ფეხების საშუალებით ყურადღება მიიქციოთ? მაშინ, გაბედულად ჩაიცვით კოლგოტები ეფექტური ნახატებით. ისეთები, მაგალითად, როგორებიცაა კოლგოტები Superstar Power House of Holland-ისგან. ასე შემოსილი თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ წახვიდეთ ნებისმიერი სახის საღამოზე ან პაემანზე.

 დიდი მძივები

შეუდარებელი სტილის შექმნაში, ყოველთვის დაგეხმარებათ სწორად შერჩეული მორთულობები, მსხვილი მძივები, გრეხილითა და რომბის ფორმის კვადრატებით. ამ აქსესუარების საშუალებით, თქვენ თვითდაჯერებულობას შეიძენთ და ვერავინ გაბედავს თქვენს მომნუსხველ გარეგნობას თვალი აარიდოს.

უჩვეულო ქამრები

ლამაზი ფიგურის ფლობის შემთხვევაში, თქვენ სრულიად ჩვეულებრივად შეგიძლიათ, შავ კაბაზე უჩვეულო ფორმის ქამრების მორგება. ეს აქსესუარი არა მარტო წელის ფორმას გაუსვამს ხაზს, არამედ თქვენს გარეგნობას ეფექტს, ექსტრავაგანტულობას შესძენს.

კოქტეილის აქსესუარი თავისთვის

თავსახვევი ან რაიმე სხვა აქსესუარი, თქვენს სტილს იდუმალებას შემატებს. თუმცა, ასეთი დეტალი ყოველდღიური მოხმარებისთვის არ არის რეკომენდებული, მაგრამ მოკლე, შავი კაბა ხომ განსაკუთრებული დღეებისთვის და სიტუაციებისთვის არის შექმნილი?

სამაჯური აღმოსავლურ სტილში

 ეგზოტიკის მოყვარულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მორთულობებს, რომლებიც აღმოსავლურ სტილში არის გადაწყვეტილი. ამ შემთხვევაში კი, არჩევანი საკმაოდ დიდი ზომის სამაჯურზე უნდა შეაჩეროთ, რომელიც სხვადასხვა ფერის ორნამენტებით იქნება გაფორმებული.

ფეხსაცმელი ღია დეტალებით

თქვენ განსაკუთრებულ ყურადღებას იმ შემთხვევაში დაიმსახურებთ, თუ ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებთან ერთად, შემდეგ რჩევასაც გაითვალისწინებთ: დიდი ყურადღება დაუთმეთ ფეხსაცმელს. სასურველია იგი ღია ფერის დეტალებით გაახალისოთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42