ინციდენტი მოხდა სასტუმრო დარსშანში, ინდოეთში. კანალიზაციის გაწმენდით სამუშაოებს ატარებდა ერთ-ერთი სანიტარი, რომელიც საკანალიზაციო ავზში ჩავიდა და არ დაბრუნებულა, რის შემდეგადაც მის საძებნად მილში ჩავიდა მისი სამი კოლეგა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინიც გაუჩინარდნენ.
4 გაუჩინარებული სანიტარის შემდეგ, უკვე სასტუმროს მომუშავე 3 ადამიანი ჩავიდა კანალიზაციაში, თუმცა, უკან არც ისინი დაბრუნებულან.
რამდენიმე საათის შემდეგ, ადგილობრივი საგანგებო სამსახურის წევრების მიერ აღმოჩენილ იქნა 7 ადამიანის გვამი საკანალიზაციო მილში. პოლიციელთა დასკვნით, ადამიანების გარდაცვალების მიზეზი გახდა, საკანალიზაციო მილში მომწამვლელი გაზის მიერ გამოწვეული დიდი წნევა. მსგავსი მიზეზით ბოლო 10 წლის განმავლობაში 1800 ადამიანი გარდაიცვალა ინდოეთში კანალიზაციის მილების წმენდისას.
მასალის გამოყენების პირობები






