სირიის სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფების, თეთრი ჩაფხუტების ინფორმაციით, 7 სამოქალაქო პირი შეეწირა, 15-მდე მძიმედ დაიჭრა რუსეთისა და სირიის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვების შემდეგ იდლიბში . სირიაში არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის ბრიტანული სადამკვირვებლო მისიის გაცხადებით, საჰაერო რეიდების შემდეგ ასევე გარდაიცვალა 26-მდე ამბოხებულთა რიგებში მყოფი სამხედრო. სექტემბერში რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება,რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს უკრძალავდა ძალის გამოყენებასა და შეტაკებების განახლებას იდლიბის პროვინციაში,რომლის მოსახლეობაც შეადგენს 3 მილიონ ადამიანს. მიუხედავად სამშვიდობო შეთანხმების ფორმალურად გაფორმებისა, მშვიდობა მიუღწეველია რეგიონში და გამუდმებითაა შეტაკებები სხვადასხვა ფორმით ამბოხებულებსა და სირიის სამთავრობო ძალებს შორის. იდლიბი არის ერთადერთი რეგიონი ,რომელიც ჯერ კიდევ ოპოზიციური ძალების გავლენის ქვეშაა.სირიისა და რუსეთის ავიაცია აქტიურად ბომბავს იდლიბს აპრილიდან დღემდე.თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი არ ცნობენ რუსების მხრიდან ბოდიშს იმასთან დაკავშირებით,რომ მათ უჭირთ ასადის შეკავება და საჰაერო რეიდების შეჩერება.
მასალის გამოყენების პირობები






