რაშია ამ დიეტის სიმარტივე?
ძირითადი წესი - საკვების თითოეული მიღება უნდა შედგებოდეს პროდუქტების 4 ულუფისგან (მუჭის ზომის): ცილის 1 ულუფა + ნახშირწყლების 1 ულუფა + ბოსტნეულის 2 ულუფა + 1 ს.კ. ცხიმი.
დიეტოლოგის შეფასებების მიხედვით, ადამიანს სკანდინავურ დიეტაზე შეუძლია დაკარგოს საშუალოდ 0,5-დან 1.5 კგ კვირაში.
რაც ყველაზე სასიამოვნოა:
თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ერთი ბოკალი წითელი ღვინო, 1 თეფში სპაგეტი და ასევე მოამზადოთ საკვები კარაქით. ქალები სკანდინავური დიეტის დროს საშუალოდ იღებენ 1500 კკალ, მამაკაცები - 2000 კკალ (ამავდროულად არ არის საჭირო მათი დათვლა).
გაეცანით საუზმის, სადილის და ვახშმის მენიუს:
საუზმე

· ბოსტნეული (2 ულუფა): რამდენიმე პომიდორი ჩერი და ბარდა.
· ცილა (1 ულუფა): 2 კვერცხი.
· ნახშირწყლები (1 ულუფა): 1 ნაჭერი პური.
· ცხიმები (1 ს.კ.): კარაქი (პურზე წასმული).
· 1 ჭიქა რძიანი ყავა
სადილი

· ბოსტნეული (2 ულუფა): სტაფილო, კიტრი, წიწაკა, პომიდორი, სოკო.
· ცილა (1 ულუფა): პაშტეტი, კვერცხი, ბეკონის ნაჭერი.
· ნახშირწყლები (1 ულუფა): პური
· ცხიმები (1 ს.კ.): ყველი
ვახშამი

ბოსტნეული (2 ულუფა): სტაფილო, ძირთეთრა, სატაცური.
· ცილა (1 ულუფა): კატლეტი.
· ნახშირწყლები (1 ულუფა): 1 ბოკალი ღვინო
· ცხიმები (1 ს.კ.): ბეარნული სოუსი, მცირე რაოდენობის კარაქი, რომელშიც მოშუშულია ბოსტნეული.
მასალის გამოყენების პირობები






