„ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩყპყ წელსა, “მოამბის“ და “ტაიმ-აუტის“ ჟურნალისტი რომ ვიყავი, ქობულეთში მომიწია მაშველებზე სიუჟეტის გაკეთება. ინტერვიუ შეთანხმებული იყო ლამის ასლანის დონეზე! მომიძებნეს მაშველი, რომელსაც იმ სეზონზე 31 ადამიანი ჰყავდა გადარჩენილი. მოკლედ, შევათანხმეთ ყველაფერი და წავედით.
დაგეგმილი მაქვს ყველა კადრი, გონებაში ვხედავ, როგორ ჩარბის სანაპიროზე აპოლონის აღნაგობის მაშველი, დელფინივით ცურავს ზღვაში და ა. შ.
ჩავედით. გვხვდება მაშველი. ასე 60-65 წლის, 1,55 სიმაღლე, 110-120 კგ. გახუნებული, ბოლოებჩამოძენძილი შორტებით. ეგრევე გამიჩერდა გული, მაგრამ რას ვიზამ?! უნდა ჩავწერო, 31 ადამიანი ჰყავს სეზონზე გადარჩენილი...
შევარჩიეთ ლოკაცია, დაჯდა და უცებ ფხრიწ... შორტის ბოლო, შერჩენილი ნაკერიც გაირღვა და გადმოცვივდა “ავლადიდება“ !
რა ინტერვიუ, რის აპოლონის ჩარბენა... მე და ჩემი ოპერატორი, Aleksandre Metreveli ერთმანეთს ვასწრებდით იქედან
P.S. 31 გადარჩენილი სიცოცხლე, მხოლოდ 1 სეზონზე!“ - წერს ეკა მელქაძე.
მასალის გამოყენების პირობები






