გაგვიშვებენ თუ არა უცხოეთში?
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველას ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან ანუ ნებისმიერ პირს, რომელიც არ იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის და წესრიგში აქვს დოკუმენტაცია, ნებისმიერ დროს შეუძლია თავისუფლად წავიდეს უცხოეთში დასასვენებლად, სამკურნალოდ, სასწავლებლად თუ სხვა მოტივებით.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა პარლამენტის ინიციატივა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს უნდა მიეცეს ნებართვა კონკრეტულ პიროვნებას უარი უთხრას საქართველოდან გასვლაზე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე - ვთქვათ, თქვენ მიემგზავრებით უცხოეთში, არ ხართ ძებნილი და წესრიგში გაქვთ ყველა საბუთი, პასპორტი, ვიზა და ა.შ. და საზღვრის ოფიცერი არ გრთავთ ნებას გაემგზავროთ უცხო ქვეყანაში იმიტომ რომ საშიში ხართ; წინდახედულმა ადამიანმა, სანამ გადაიხდის ფულს ბილეთებში, დაჯავშნის სასტუმროს და აიღებს ვიზას, შეკითხვით უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისცემენ თუ არა უცხოეთში წასვლის ნებართვას.
რეფორმატორთა კლუბი განმარტავს, თუ რატომ არის აღნიშნული ინიციატივა მიუღებელი:
- საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი ადგენს, რომ საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონის შესაბამისად უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. კანონის შესაბამისად ამ უფლების შეზღუდვა გულისხმობს სპეციალურ კანონმდებლობაში იმის დაკონკრეტებას, თუ რატომ უქმნის საფრთხეს კონკრეტული ადამიანის უცხოეთში გამგზავრება სახელმწიფოსა და საზოგადოებას და არა კონსტიტუციიდან ზოგადი ფრაზის კოპირებას როგორც ეს პარლამენტის ინიციატივაშია მოცემული
- მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ კანონი მოქალაქეთა საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის შესახებ არ ადგენს თუ კონკრეტულად რა ფორმით, ვის მიერ, როდის ეცნობება ადამიანს უარი საზღვრის გადაკვეთაზე
- აღნიშნული კანონი ადგენს უარის სასამართლოში გასაჩივრების საშუალებასაც, მაგრამ ძალიან ზოგადად - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც აშკარად არ იძლევა ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიას მათი უკანონო შეზღუდვისაგან
- კანონის ამგვარი სახით მიღების შემთხვევაში, წარმოიშობა რეალური რისკი ვითომდა უსაფრთხოების ეგიდით, რეალურად ადამიანს შეექმნას დაბრკოლება პირადი, კორუფციული თუ სხვა უკანონო მოტივით
როგორ უნდა იქნას დაცული ერთისმხრივ ადამიანის თავისუფალი გადაადგილების უფლება და მეორესმხრივ სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოება?
"რეფორმატორთა კლუბი", სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტს სთავაზობს ალტერნატივას:
საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ყოველგვარი შეზღუდვა, რაც განპირობებულია საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებით, უნდა იყოს დასაბუთებული და ადეკვატური, და რაც ყველაზე მთავარია პირს, რომლის მიმართაც გამოიყენება უფლებრივი შეზღუდვა, წიანსწარ უნდა მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება გამოხატოს თავისი პოზიცია, ისარგებლოს დაცვის უფლებით.
აღნიშნული სტანდარტის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საქმის სასამართლო განხილვის გზით და არა უშუალოდ საზღვრის კვეთისას ადგილზე მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც შემდგომ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ინიციატივას პარლამენტი აღარ განიხილავს, თუმცა საზოგადოების ინფორმირება მაინც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რათა მომავალში ასეთი მიუღებელი, ,,ბრძნული“ კანონპროექტების წარმოდგენა თავიდან იქნას აცილებული.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა