როგორც აღმოჩნდა, 2010 წლის 10 დეკემბერს, მუტის ვერდის თეატრის სცენაზე სპექტაკლში უნდა ეთამაშა. მსახიობის განცხადებით, ავადმყოფობის გამო თეატრში ვერ გამოცხადდა და შედეგად წარმოდგენაც ჩაიშალა. როგორც გაირკვა, ორნელა მუტი, სპექტაკლის დღეს რუსეთში გამართულ საქველმოქმედო ვახშამზე იმყოფებოდა, რომელსაც ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა.
გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ მსახიობი ერთერთ ექიმს მოელაპარაკა, რომლისგანაც ავადმყოფობის შესახებ ყალბი სამედიცინო ცნობა მიიღო, რის შემდეგაც სპექტაკლში მონაწილეობისთვის მიღებული ჰონორარით სანკტ-პეტერბურგში გაფრინდა, სადაც ამერიკელ მსახიობებთან, რეჟისორებთან და ვლადიმერ პუტინთან ერთად, ვახშამს დაესწრო.
მოსამართლემ მომღერალს თეატრისთვის სპექტაკლის ჩაშლით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად , 30 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, თუმცა ორნელა მუტის ეს თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია.

მასალის გამოყენების პირობები






