საქართველოს ბანკის პარტნიორობით „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ რიგით მე-4 კონფერენცია გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:27, 14 Jun, 2019     1119

საქართველოს ბანკის პარტნიორობით „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ფარგლებში ტურიზმისა და მასპინძლობის მორიგი კონფერენცია გაიმართება. საქართველოს ბანკი უკვე მეოთხე წელი მხარს უჭერს კონფერენციას, რადგან საქართველოს ბანკისათვის ტურიზმი პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბანკის მხარდაჭერით, 2018 წლის მანძილზე, სასტუმროების მშენებლობის დასაფინანსებლად განხორციელდა 153 მილიონი დოლარის ინვესტიცია, სასტუმროებში დასაქმდა 4,622 ადამიანი, ოთახების რაოდენობა განთავსების ობიექტებში გაიზარდა 6,701 ოთახით.

ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მეოთხე კონფერენციაზე სფეროს წამყვანი პროფესიონალები, ბაზრის მიმწოდებლები და საველე ექსპერტები, წარადგენენ თემატურ პრეზენტაციებს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუტრიაში მიმდინარე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, არსებულ სტატისტიკაზე. 4 სადისკუსიო პანელზე სახელმწიფოს და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სტუმართმოყვარეობის ძველი და ახალი წესები; პასუხისმგებელიანი ტურიზმი და მისი მდგრადობა; საქართველო და მსოფლიო – ცნობიერების ამაღლება. ამასთან, „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პროექტის ორგანიზატორები აუდიტორიას გააცნობენ პროექტში მიმდინარე სიახლეებს, ჟიურის ახალ შემადგენლობას და ახალ ნომინაციებს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება B2B შეხვედრები ინდუსტრიის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან. ასევე, „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ 2019 წლის მე-5 საიუბილეო ცერემონიის დეტალური პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია არის უნიკალური პლატფორმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთათვის. კონფერენცია მიზნად ისახავს, ერთად შეკრიბოს შესაბამისი ინდუსტრიისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, მედია. ღონისძიება არის საუკეთესო გზა კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის გაცვლის, ტურიზმისა და მასპინძლობის, ასევე ქართული ბიზნეს ინდუსტრიის სიახლეების გაზიარებისთვის.

„Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.awards-tourism.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42