კრემლის პროვოკაციები ანაკლიის პორტის წინააღმდეგ - ანტიეროვნული ძალების დაფინანსება, ხელისუფლებაზე ზეწოლა და ლობისტების დაქირავება
პოზიცია - 11:46, 14 Jun, 2019     2537
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშნებლობის გააქტიურებამ რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ისაუბრა. მისი თქმით, "საქართველოს გადასაწყვეტია, რას მოუხერხებს ანაკლიის პორტს, თუმცა ამასთან მიმართებით, აშშ-ის ასეთი ტონი არ აწყობთ".

ექსპერტერების აზრით, რუსეთის მსგავსი დიპლომატიური თავდასხმები მოსალოდნელიც იყო, რადგან შავი ზღვის რეგიონში ანაკლიის პორტი ერთადერთია, რომელსაც გამტარუნარიანობით შეუძლია წელიწადში, 40 მილიონამდე ტვირთი აბრუნოს.

როგორც ექსპერტი ნიკა ჩიტიძე "ნიუპოსტთან" საუბრისას აღნიშნავს, საქართველოსთვის რუსეთის განცხადებებზე მეტად საშიში მისი ქმედებებია, რომელიც შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლით ან ლობისტების დაფინანსებით განვითარდეს, რათა ანაკლიის პოსტის მშენებლობა შეჩერდეს.

"ანაკლიის პორტის მშენებლობა, ბუნებრივია, გახლავთ საქართველოს სუვერენული არჩევანი. ანაკლიის პორტი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე და აქედან გამომდინარე, რუსეთს არანაირი ჩარევის უფლება ბუნებრივია არ გააჩნია, თუმცა რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია იმ ფაქტით, რომ ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა - 40 მილიონი ტონა ტვირთამდე იქნება წელიწადში, გამოიწვევს ძალიან დიდ დაინტერესებას აღნიშნული ნავსადგურის მიმართულებით, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხირდან, ისევე ჩინეთის და იგივე იაპონიის მხრიდან, მაგალითად, იაპონიის მრეწველობის სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება, ანაკლიის პორტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და იგივე ვიცით ჩინეთთან დაკავშირებითაც, ისინი მზად არიან გაატარონ ტვირთები.

ბუნებრივია, რუსეთი გაღიზიანებულია, როდგან ერთადერთი მოქმედი დანიშნულების ნავსადგური მას შავ ზღვაზე ნოვოროსიისკის პორტი აქვს, რომლის გამტარიანობა საეჭვოა, იქედან გამომინარე, რომ სამი თვის განმავლობაში უკვე გაჩერებულია.

რუსეთი პირდაპირ ვერ იტყოდა, რომ საქართველომ არ უნდა ააშენოს ნავსადგური, თუმცა ბუნებრივია, ვერ მალავს გაღიზიანებას და ეცდება, რომ ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე, ასე ვთქვათ, ლობისტებიც კი დააფინანსოს. ამ შემთხვევაში, ის ისაუბრებს იმაზე, რომ ანაკლიის პორტის მშნებლობა დააზიანებს გარემოს, სანაპირო ზოლს და დიდ ზარალს მიაყენებს ბუნებრივ გარემოს და ასე შემდეგ. რუსეთის მხრიდან, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია გარკვეული პროვოკაციები და ეს როგორც მოგახსენეთ, ან ხელისუფლებაზე ზეწოლა ან ანტიეროვნული ძალების დაფინანსება გახდეს. მათ შორის, ვითომ გარემოსდაცვითი ორგანიზაციები, რომლებიც დაარწმუნებენ მოსახლეობას, რომ პორტის მშნებლობა დააბინძურებს შავ ზღვას" - განაცხადა ნიკა ჩიტიძემ.

ექსპერტის თქმით, რუსეთის თავის ქმედებებს „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით აგრძელებს, რაც საქართველოსა და ნატოს ურთიერთობების არმოწონებაში აისახება. ოკუპანტი სახელმწიფო ცდილობს, მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი ევროპულ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს.

"რაც შეეხება საქართველოს ნატოსთან ურთიერთობას, რუსეთი ღიად ვერ იტყვის, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვითანამშრომლოთ ნატოსთან, თუმცა რუსეთი მოქმედებს სხვა გზით, „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, ანუ აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოსთან, რომლებიც შედარებით ლოიალურად არიან რუსეთის მიმართ განწყობილი, რომ საქართველოს არ მიენიჭოს მაპი, რომელიც გაწევრიანების სამოქმედო გეგმაა. თუმცა, სხვა გზებიც აქვს და ის ცდილობს ჩვენს სახელმწიფოში დესტაბილიზაციის გამოწვევას და ყველანაირად ცდილობს საქართველოს ხელი შეუშალოს ნატოსთან დაახლოებაში და იმაშიც ვერ მალავს გაღიზიანებას, რომ საქართველო ყოველდღიურად მასპინძლობს ნატოს სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიონი“, რომელშიც შარშან მონაწილეობა მიიღო 3200-მდე სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც ნატოს წევრი ასევე პარტნიორი ქვეყნებიდან იყვნენ. ამიტომ კარასინი ვითომ ძალიან დიპლომატიურ მინიშნებას გვაძლევს მაგრამ, პირდაპირ ჩანს, რომ რუსეთი გაღიზიანებულია თუმცა, განცხადებაში ნაკლები პრობლემაა.

უფრო მეტი პრობლემა ისაა, რომ ქართული საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, თუ რა პრევენციული ზომები უნდა მიიღოს რუსეთის შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელის შეშლას" - აღნიშნა ექსპერტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42