საქართველოს ბანკი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში სტუდენტების განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტურ პროგრამას START-ს იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:20, 13 Jun, 2019     1168

საქართველოს ბანკი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სტუდენტურ პროგრამას START-ს იწყებს. პროგრამის მიზანია, სფეროთი დაინტერესებული სტუდენტების მოზიდვა, მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა. პროგრამაში მონაწილეობა ახალგაზრდებს დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში, ახალი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. სტუდენტებს თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად რეალურ სამუშაო პროცესში ჩართულობის შესაძლებლობა ექნებათ. პროგრამის წარმატებული მონაწილეები კი საქართველოს ბანკში დასაქმდებიან. საქართველოს ბანკი კი, თავის მხრივ, შეძლებს შექმნას ახალგაზრდა ტალანტებისგან დაკომპლექტებული გუნდები.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია განათლების მხარდაჭერა, განსაკუთრებით სტუდენტური პროგრამების ხელშეწყობა. ვფიქრობთ, ქვეყნის წამყვან კომპანიაში პრაქტიკის გავლა მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიარონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და იპოვონ საკუთარი როლი შესაბამის გუნდებში. ასევე, გაეცნონ და იმუშაონ ეჯაილის პრინციპებით, დანერგონ ის პრაქტიკაში. სტუდენტური პროგრამის ხანგრძლივობა 7 თვეა. ინფორმაციული ტექნოლოგიების სტუდენტური პროგრამა ბანკში 2014 წლიდან მოყოლებული წარმატებით ხორციელდება. პროგრამის გამორჩეული მონაწილეები კი დღეს უკვე საქართველოს ბანკის გუნდის წევრები არიან“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

რეზიუმეს გასაგზავნად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: It.internship.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42