"ბავშვს საშინელი აგრესიით დაუღრიალა, მოდი აქ შე ნაბიჭვარო! მოიტა აქ ეგ ფული... პატარა ბიჭს გავხედე გაფითრებული, მოღუშული და გულმოკლული იყო"
სოც.მედია - 19:22, 12 Jun, 2019     6447

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ სოფელში მომხდარ შემთხვევაზე წერს.

"ამას წინათ, ერთ სოფელში (სახელწოდებას განზრახ არ ვამბობ) მოვხვდი პირად საქმეზე. მასპინძლის მეზობლად ოჯახური სუფრა იყო საკარმიდამო ეზოში და როგორც კი შემნიშნეს, რომ თბილისიდან ვიყავი, მაშინვე გადამიპატიჟეს. გაღიმებული და უაღრესად კეთილგანწყობილი გადავედი სუფრაზე, ყველას გულთბილად მივესალმე და დავჯექი. მოვიკითხე ოჯახი და გავეცანი. იქვე ბავშვები დარბოდნენ, დავუძახე (ორი გოგო და ერთი ბიჭი იყო, იქნებოდნენ ასე (7-8-9) წლისები დაახლოებით. მოვეფერე და უცებ ყველაზე პატარა და რაღაცნაირად, აი გულისამაჩუყებლად მორცხვი და სევდიანი ბიჭუნა მეუბნება:

-აუ, ნაყინს ვერ მიყიდი?

- კი, როგორ არა, მოდი ფულს მოგცემ (10 ლარიანი მქონდა და სიხარულით მივეცი, რაღაცნაირად გული ამევსო და მესიამოვნა კიდეც, რომ მთხოვა) და ჩუმად იყიდე, იმათაც მოუტანე, კაი?

- კაი, მადლობა!

მეგონა ეს საუბარი ჩვენ შორის დაბალ ხმაზე გაიმართა, ისე, რომ თითქოს ვერც შეგვამჩნია ვერავინ, მაგრამ უცებ სუფრიდან წამოხტა ვიღაც კაცი (მასპინძელთაგანი) და იმ ბავშვს რაღაც საშინელი აგრესიით დაუღრიალა:

- "მოდი აქ შე ნაბიჭვარო! სად მიეთრევი, მოიტა აქ ეგ ფული შენი დედა... ამას უყურე ამ ახვარს!"

ძალიან ცუდად გავხდი, სული ჩამწყდა... პატარა ბიჭს გავხედე და გაფითრებული, მოღუშული, უსუსური და უკიდურესად გულმოკლული იყო, იმ სახეს დღემდე ვერ ვივიწყებ და ვიტანჯები, ყოველ გახსენებაზე... იმ მომენტში თითქოს დრო გაჩერდა, ტანში დამცხა აუტანლობისგან, საცოდაობამ გამამწარა და თავალებში ცრემლები ჩამიგუბდა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე, წამოვხტი და იმ ტიპს ხმამაღლა მივმართე:

- რა იყო, მოერიე და ძალა მიჩვენე თუ ბელადი ხარ ოჯახში? ბავშვს როგორ ელაპარაკები, არ გრცხვენია? ღმერთის არ გრწამს?

-ღმერთი რა შუაშია ძმაო, მამა ვარ და როგორც მინდა ისე დაველაპარაკები!

- ბოდიში, მაგრამ დღეს როგორც არასდროს ისე შემეცოდა ყველა უშვილო და ბუნებით კეთილშობილი, თბილი ადამიანი, შენ კი შვილი გყავს და როგორ ექცევი? არ გეწყინოს ძმაო, ჭკუას არ გარიგებ, მაგრამ ფშაურად გეტყვი, რომ უპატივცემულოდ საკუთარ კაცობას და ღირსებას მოექეცი, მერე ჩვენებურ ტრადიციას და შეგნებას. შენს ადგილზე პატიებას ვთხოვდი! ეხლა ისღა დამრჩენია მანდილოსნებთან ბოდიში მე მოვიხადო და წავიდე, იცოდე, რომ გული მომიკალი ვიღაცა ხარ!..

ხმა აღარ ამოუღია, დავტუქსე ისე, რომ რაღაც საოცარ ძალას ვგრძნობდი, არც შემშინებია და არც რიდი მქონია, კორექტულად მაგრამ ხისტად ავუხსენი, რომ მამობის პატივს არ აფასებდა, ბავშვს ჩაგრავდა და ტრავმას აყენებდა. არასდროს კაცი არ მიცემია, მარა რამე, რომ ეთქვა უეჭველად მაგრად დავარტყავდი კიდეც!

წამოსვლისას პატარა დათოსთან მივედი და გულში ჩავიკარი საბრალო. იმ წუთას მინდოდა მეშვილა, ამის უფლება, რომ მქონოდა...

ეს მცირე ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ დღემდე ვდარდობ ამ ტრაგიზმს და მას შემდეგ არ გასულა ღამე, რომ არ მეფიქრა იმ ბავშვზე და პოტენციურად კიდევ ყველა უპატრონო ოჯახსა და ძალადობის ქვეშ მყოფ პატარაზე, რომელსაც ადრეული ასაკიდანვე ღირსებას ულახავენ, ეუზრდელებიან, ფსიქიკას უმახინჯებენ და არაადამიანურად ეპყრობიან...

მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ნურასოდეს დაკომპლექსდებით და გავეშდებით ქაჯური სიამაყისგან, ნუ დაამცირებთ თქვენს შვილებს, ნურც პატარაობისას და ნურც დიდობაში და დაბადებიდანვე პიროვნებად აღიქვით, სიყვარულის და ადამიანობის მაგალითი მიეცით, პატივისცემა ასწავლეთ საქმით და არ მოერიოთ...

მანადგურებს იმაზე ფიქრი, რომ სადღაც ბავშვი შიშისგან ტირის, ღარიბია, მარტოსული და დაჩაგრული. ასეთი ბავშვები ალბათ პირდაპირ სასუფევლის მოქალაქეები არიან აქედანვე, რადგან ჯოჯოხეთი უკვე გამოვლილი აქვთ...

უფალმა დალოცოს და უპატრონოს ყველა პატარას მთელს მსოფლიოში!

გემუდარებით:

მოეფერეთ! - ნუ დაჩაგრავთ!

ამხიარულეთ! - ნუ ატირებთ!

ემსახურეთ! - ნუ დაიმონებთ!

ემეგობრეთ! - ნუ ეუფროსებით" - წერს თეოლოგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42