ვარსკვლავური სასიყვარულო ომები - ლედი გაგას ყოფილმა საქმრომ ირინა შეიკს ფოტო დაულაიქა
ეს საინტერესოა - 15:02, 12 Jun, 2019     1807
ბრედლი კუპერთან დაშორებიდან რამდენიმე დღეში ირინა შეიკმა ინსტაგრამზე სექსუალურ საცურაო კოტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და როგორც ჩანს 33 წლის რუსი მოდელის ფოტომ ლეიდი გაგას ყოფილი საქმროს ყურადღება მიიქცია. თითქმის 700 ათასამდე მოწონებას შორის ლედი გაგას ყოფილის - კრისტიან კარინოს მოწონებაცაა. 50 წლის კარინო და 33 წლის


44 წლის ბრედლი კუპერმა და შეიკმა 4 წლიანი ურთიერთობა გასულ კვირას დაასრულეს. ვრცელდებოდა ხმები, რომ კუპერი შეიკს ემოციურად ჯერ კიდევ ფილმის „ვარსკვლავის დაბადების“ გადაღების დროს დაშორდა.

რამდნეიმე თვის წინ კუპერმა აღიარა, რომ ფილმზე ბევრს მუშაობდა, თუმცა ამასთანავე ირინა შეიკს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა:

„მე მადლობა უნდა გადავუხადო ირინას იმისთვის, რომ ის მოთმინებით მიტანდა მე იმ მუსიკის გამო, რომლის შექმნასაც ერთი წლის განმავლობაში ჩვენს სარდაფში ვცდილობდი.“- განაცხადა კუპერმა 2019 წლის დასაწყისში.

უცხოურ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ დაშორების ინიციატორი თავად ირინა შეიკი იყო, რომელიც მსახიობთან მყარი ოჯახის შექმნას აპირებდა, თუმცა ამაში ხელი კუპერის კარიერამ და დაკავებულობამ შეუშალა. ირინა შეიკს სურდა ურთიერთობის დაკანონება, თუმცა კუპერს მისთვის ოფფიციალური წინადადების გაკეთება, არც შვილის ლეას დაბადების შემდეგ უჩქარია, ირინა შეიკს კი ლოდინი მობეზრდა და წასვლის შესახებ გადაწყვეტილება პირველმა მიიღო.

რინა შეიკი და ბრედლი კუპერი 2015 წლის გაზაფხულიდან ერთად არიან. 2016 წლის დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი დაინიშნა.

წყვილს ერთი ქალიშვილი ყავს, რომელიც 2017 წლის 21 მარტს შეეძინათ.

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, არა ერთი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ, რომ მათ ურთიერთობას საფრთხე ემუქრებოდა და ამ საფრთხეს ლედი გაგა ერქვა.

ალბათ უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ბრედლი და გაგა ფილმში „ვარსკვლავის დაბადება“ ერთად თამაშობენ და ისინი ფილმში ცოლ-ქმარიც კი არიან.

თუმცა, საზოგადოება სხვა ფაქტებმა აალაპარაკა. კერძოდ ფილმის პრეზენტაციის შემდეგ, სხვადასხვა სცენებზე ამღერებული ბრედლი და გაგა და მათი ემოციები ერთმანეთის მიმართ.

წელს ლედი გაგამ ოსკარი დაიმსახურა სიმღერისთვის „Shaloow”, რომელიც ბრედლი კუპერთან ერთად ოსკარის სცენაზე კიდევ ერთხელ შეასრულა. ემოციები მათ არც ამ შემთხვევაში დაუმალავთ და ყურადღების მიღმა არც გაგას წელზე შემოხვეული ბრედლის ხელი დარჩენილა. თუმცა გავრცელებულ ხმებს მათი ურთიერთობის შესახებ ლედი გაგა კატეგორიულად უარყოფდა და ამბობდა რომ ფილმში და სცენაზე მათი თბილი ურთიერთობა სამსახიობო ოსტატობის შედეგი იყო.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42