"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი დედაქალაქის მერის გიგი უგულავას იმ განცხადებას, სადაც მერმა "ჯიჰადის" ვიდეობის გამოძიებასთან დაკავშირებით, შსს-ს კომპეტენტურობაში ეჭვი არ შეიტანა, სამარცხვინოს უწოდებს.
"ასეთი სამარცხვინო და უსუსური ტყუილი კარგა ხანია არ მომისმენია", - განაცხადა კობა ხაბაზმა.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერის გაცხადებით, იგი გამოძიების კომპეტენტურობაში ეჭვს ვერ შეიტანს.
"მე რაც მოვისმინე და ვნახე ამ დილით, თვითონ დანაშაულის სქემა საკმაოდ მწყობრი და ლოგიკურია. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ბუნებრივია მე ეჭვს ვერ შევიტან, რადგან არ მაქვს მეტი ინფორმაცია. თუმცა ისევე როგორც მე, ალბათ, საზოგადოების ბევრ წევრს გაუჩნდება, ალბათ, შეკითხვა იმ ბუნდოვანებასთან დაკავშირებით რაც თუნდაც ამ ყველაფრის გამოცხადებას ახლდა თან. ჩვენ ვნახეთ ჯერ ერთი მინისტრის წუხილი, რომ არ არის გახსნილი, შემდეგ მეორე მინისტრი ნიშნის მოგებით, რომ თითქოს გახსნილია, ახლა გავიგეთ, რომ თურმე უკვე ერთი თვეა გახსნილია", – განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






