არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, სხვადასხვა რეგიონში კიდევ ხუთი პრობაციონერი დასაქმდა.სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში პრობაციონერები ფრიდონ ს. და გალაქტიონ ბ. ტაძრის მშენებლობაზე დასაქმდნენ, სადაც ყოველდღიურად 30 ლარს გამოიმუშავებენ.
სოციალურად დაუცველი პირობით მსჯავრდებულები, დავით ტ. და დიმიტრი ო. შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით დასაქმდნენ. პრობაციონერები ინდმეწარმის მიერ ქარელში წარმოებულ მშენებლობებზე ყოველდღიურად, საშუალოდ 20 ლარს გამოიმუშავებენ.
გურიის პრობაციის ბიუროსა და შ.პ.ს "შემოქმედმშენის" წარმომადგენელთა შორის მოლაპარაკების შედეგად, პირობით მსჯავრდებული ვლადიმერ ყ. ოზურგეთის რაიონის სოფელ ანასეულის საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოზე დასაქმდა და ყოველდღიურად 20 ლარს გამოიმუშავებს.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს პრობაციონერთა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია წარმოადგენს. პრობაციის ბიუროები მათ კონტროლს დაქვემდებარებული პირების დასაქმების მიზნით, მუდმივად აწარმოებენ მოლაპარეკებებს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან.
მასალის გამოყენების პირობები






