ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეომეთვალყურეობა მისი განცხადების თანახმად 24 საათიან რეჟიმში ხორციელდებოდა, - ამის შესახებ სამინისტრო პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა.
"ბრალდებულმა ახალაიამ ამის შესახებ იცოდა. მის მიერ ხელმოწერილი განცხადებაც გვაქვს, რამდენიმე, სადაც ის თანხმობას აცხადებს ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებაზე. რადგან ხდებოდა მისი გადაყვანა სხვადასხვა დაწესებულებაში, ამიტომ გვაქვს რამდენიმე განცხადება. ის თავად იყო თანახმა, რომ მისივე უსაფრთხოების გამო, განხორციელებულიყო ვიდეომეთვალყურეობა და როგორც გითხარით, დადასტურებული აქვს წერილობით.
მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არ დარღვეულა. ჩვენთვის პრიორიტეტი არის პატიმრის უსაფრთხოება და პატიმრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პატიმრის ნებართვით და წერილობითი თანხმობით ხდებოდა მისი ჩაწერა,”- აღნიშნა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი კორძაიამ,,კახეთის საინფორმაციო ცენტრთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, ფარული ვიდეომასალა არ უნდა გავრცელებულიყო და რადგან ეს მოხდა, სამინისტროში გამოძიება დაიწყება იმ პირის დასადგენად ვინც მოიპოვა ფარული ჩანაწერი და გაავრცელა. კორძაია ვერ აკონკრეტებს ახალაიას თანხმობა მეთვალყურეობის დაწესების შესახებ ნიშნავს თუ არა იმას, რომ ადმინისტრაციაში უფლება ჰქონდათ მისი შეხვედრები და საუბარი გადაეღოთ და დაჩაეწერათ.
"კანონში წერია მეთვალყურეობა. მეთვალყურეობაში შედის თვალიც და ყურიც, შეიძლება გულისხმობს, შეიძლება არა. მე იურისტი არ ვარ,“-ამბობს კორძაია. ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეომეთვალყურეობა მისი განცხადების თანახმად 24 საათიან რეჟიმში ხორციელდებოდა,- ამის შესახებ სამინისტრო პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა. „ბრალდებულმა ახალაიამ ამის შესახებ იცოდა. მის მიერ ხელმოწერილი განცხადებაც გვაქვს, რამდენიმე, სადაც ის თანხმობას აცხადებს ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებაზე. რადგან ხდებოდა მისი გადაყვანა სხვადასხვა დაწესებულებაში, ამიტომ გვაქვს რამდენიმე განცხადება. ის თავად იყო თანახმა, რომ მისივე უსაფრთხოების გამო, განხორციელებულიყო ვიდეომეთვალყურეობა და როგორც გითხარით, დადასტურებული აქვს წერილობით.
მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არ დარღვეულა. ჩვენთვის პრიორიტეტი არის პატიმრის უსაფრთხოება და პატიმრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პატიმრის ნებართვით და წერილობითი თანხმობით ხდებოდა მისი ჩაწერა,”- აღნიშნა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი კორძაიამ,,კახეთის საინფორმაციო ცენტრთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, ფარული ვიდეომასალა არ უნდა გავრცელებულიყო და რადგან ეს მოხდა, სამინისტროში გამოძიება დაიწყება იმ პირის დასადგენად ვინც მოიპოვა ფარული ჩანაწერი და გაავრცელა. კორძაია ვერ აკონკრეტებს ახალაიას თანხმობა მეთვალყურეობის დაწესების შესახებ ნიშნავს თუ არა იმას, რომ ადმინისტრაციაში უფლება ჰქონდათ მისი შეხვედრები და საუბარი გადაეღოთ და დაჩაეწერათ.
"კანონში წერია მეთვალყურეობა. მეთვალყურეობაში შედის თვალიც და ყურიც, შეიძლება გულისხმობს, შეიძლება არა. მე იურისტი არ ვარ", - ამბობს კორძაია.
მასალის გამოყენების პირობები






