თბილისობის დღესასწაული 4-6 ოქტომბერს აღინიშნება.
დედაქალაქის მერიის ცნობით დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი.
4 ოქტომბერს, 20:30 სთ-ზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღში ახალბედა მუსიკალური ბენდების კონკურსი გაიმართება.
5 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე მეიდანზე, გორგასლის მოედანზე, საწნახელში ღვინოს დაწურავენ. 12:00 სთ-ზე, აბანოთუბანში, მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა "ფიროსმანი" ბავშვებისათვის "ბასტი-ბუბუსთან" ერთად.
ასევე, 12:00 სთ-ზე, გორგასლის მოედანზე, ქორეოგრაფიულ ანსამბლ "როკვას", ბიჭუნათა ფოლკლორულ ანსამბლ "ჩოხოსნების" და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ "შეჯიბრი-პატარა მედოლეების" კონცერტი გაიმართება.
12:00-17:00 სთ-ზე, ალიევის სახელობის სკვერში ნარდისა და ჭადრაკის სამოყვარულო ტურნირები მოეწყობა. 12:00-18:00 სთ-ზე კი ბამბის რიგში, სიონის სკვერში, შარდენის ქუჩაზე და რკინის რიგში ხილის ფესტივალი გაიმართება.
12:00-18:00 სთ-ზე, სამღებროს ქუჩაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შემოქმედება იქნება წარმოდგენილი. 12:00-18:00 სთ-ზე კი ამავე ქუჩაზე, თბილისის მუნიციპალური სახლ-მუზეუმების თემატური ექსპოზიციები გამოიფინება.
12:00-19:00 სთ-ზე, ლეღვთახევში თბილისის IV საერთაშორისო სამხატვრო პლენერზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
12:00-19:00 სთ-ზე მეტეხის ხიდზე ავტო შოუ მოეწყობა (5-6 ოქტომბერს). 12:00-19:00 სთ-ზე, გალერეა "გვირაბში" მხატვარ ქეთი მატაბელის ნამუშევრების გამოფენაა დაგეგმილი.
12:00-19:00 სთ-ზე, ბოტანიკური ბაღის ქუჩაზე სადღესასწაულო მსვლელობა მოეწყობა.
12:00-20:00 სთ-ზე მტკვარზე ტივით გასეირნება იგეგმება (5-6 ოქტომბერი).
13:00 სთ-ზე რიყის პარკის ამფითეატრში, სახელმწიფო პანტომიმის თეატრის წარმოდგენა გაიმართება.
13:00-18:00 სთ-ზე, ევროპის მოედანზე, ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა -"შავფაროსნები" გაიმართება (5-6 ოქტომბერი).
13:00-18:00 სთ-ზე, რიყის პარკში, წარმოდგენილი იქნება სპორტული აკრობატიკა, მხატვრული ტანვარჯიში, ბატუტზე ხტომა, მხიარული სტარტები, სთრით ბოლი, ქართული ჭიდაობა, ხრიდოლი, კლდეზე ცოცვა, საბრძოლო ხელოვნება (5-6 ოქტომბერი).
13:00-18:00 სთ-ზე, ასევე რიყის პარკში, მეთოჯინე ბახვა წერედიანის თოჯინური წარმოდგენა გაიმართება (5-6 ოქტომბერი).
13:00-18:00 სთ-ზე, ევროპის მოედანზე, ბაზიერების შოუს წარმოადგენენ (5-6 ოქტომბერი).
13:00-18:00 სთ-ზე, გორგასლის ხეივანში სამეცნიერო პიკნიკი მოეწყობა.
13:00-18:00 სთ-ზე, სამღებროს ქუჩაზე, ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის ექსპოზიციის გამოფენაა დაგეგმილი.
13:30 სთ-ზე გორგასლის მოედანზე, ქართული პოპ-მუსიკის კონცერტი გაიმართება.
13:30-19:00 სთ-ზე აბანოთუბანში, სხვადასხვა ეროვნების ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა იქნება (5-6 ოქტომბერი).
14:30 სთ-ზე რიყის პარკის ამფითეატრში, ე. მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლი "GEORGIAN BRASS"-ის კონცერტი გაიმართება.
16:00 სთ-ზე, ამავე ადგილას, საზოგადოებას ახალგაზრდა პოეტებთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა.
16:30 სთ-ზე, გორგასლის მოედანზე ჯგუფ "ეგარის" კონცერტია დაგეგმილი.
18:00 სთ-ზე, რიყის პარკის ამფითეატრში, კომედი შოუსა და კომედი არხის მსახიობები წარმოდგენას გამართავენ (5-6 ოქტომბერი).
18:00 სთ-ზე, გორგასლის მოედანზე, ჯგუფ "ბანის" კონცერტი გაიმართება.
20:00 სთ-ზე, ევროპის მოედანზე, ო. რამიშვილის 75 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი "ოთო ნემსაძე წარმოგიდგენთ ო. რამიშვილის დაუვიწყარ მუსიკას" იგეგმება.
6 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები კი ასეთია:
12:00-19:00 სთ-ზე, სიონის სკვერში, ჩაის ფესტივალი გაიმართება.
12:00-20:00 სთ-ზე, გორგასლის ხეივანში, მარნეულის მწნილის ფესტივალი მოეწყობა.
12:00 სთ-ზე, მუშტაიდის პარკში, პარა-მშვილდოსნობა გაიმართება.
12:00 სთ-ზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) ექსპოზიცია "XIX საუკუნის მრავალეთნიკური თბილისი" მოეწყობა (6 ოქტომბერი - 6 ნოემბერი), 18:00 სთ-ზე კი საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
13:00 სთ-ზე, გორგასლის მოედანზე "რეტრობენდის" კონცერტი იგეგმება.
13:00-17:00 სთ-ზე, გორგასლის მოედანზე, ღვინის ფესტივალი გაიმართება.
13:00-19:00 სთ-ზე, რიყის პარკის ამფითეატრში, ქართული ჯგუფების კონცერტი მოეწყობა.
14:30 სთ-ზე, გორგასლის მოედანზე, ავთო მამაცაშვილის დირიჟორობით კამერული ორკესტრის კონცერტი გაიმართება.
16:00-23:00 სთ-ზე, მთაწმინდის პარკში ქართული ლუდის ფესტივალი იგეგმება.
16:00 სთ-ზე, გორგასლის მოედანზე, ჯაზ ბენდი "5 TET "-ის კონცერტი გაიმართება, რომელსაც 16:30 სთ-ზე, "თბილისის ბიგ ბენდის", 17:00 სთ-ზე კი ჯგუფ "სანდას" კონცერტი შეცვლის.
20:00 სთ-ზე, ევროპის მოედანზე, მიუზიკლი "ვერის უბნის მელოდიები" იქნება წარმოდგენილი.
"თბილისობას" 21:30 სთ-ზე, მშვიდობის ხიდზე, მოძრაობის თეატრის საჰაერო შოუ დაასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები






