ელისაბედ II 1926 წელს დაიბადა და ბრიტანეთის სამეფო ტახტზე 25 წლის ასაკში ავიდა, როდესაც მამამისი ჯორჯ VI შეცვალა. 2015 წლის სექტემბერში ელისაბედ II-მ დედოფალ ვიქტორიას რეკორდი მოხსნა ტახტზე ყოფნის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, 2016 წლის 13 ოქტომბერს კი მას შემდეგ რაც ტაილანდის მეფე პუმიპონ ადულიადეტი გარდაიცვალა, ელისაბედი გახდა მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი მონარქი. 2017 წლის 6 თებერვალს დედოფალმა ტახტზე ყოფნის 65 წლისთავი აღნიშნა და გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელმაც მმართველობის „საფირონის“ იუბილე იზეიმა.
დღევანდელი საზეიმო ღონისძიება იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ საჯარო ღონისძიებაზე მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და ასევე საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის უმცროსმა ვაჟმა, პრინცმა ლუისმა. როგორც ფოტოებზე ჩანს უილიამის და ქეითის უფროსი ვაჟი ჯორჯი, თავის დისგან განსხვავებით ღონისძიებაზე დიდი მხირაულებით არ გამოირჩეოდა.




































მასალის გამოყენების პირობები






