"ოკუპაცია ხომ პროცესია, ყოველდღიური ცხოვრება! იგი დაიწყო 2008 წელს და გრძელდება ახლაც. რუსი რომ შედის ტუალეტში, – ისიც ოკუპაციის პროცესია!
დიდი ბოდიში რა, ახლა, დავითვალოთ ეს ყველაფერი – ის, რომ ის სადილობს, რაღაცას აკეთებს, რუსეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რუსეთი და აფხაზეთი რომ რაღაც ხელშეკრულებებს დებენ ერთმანეთში, რომ ჯარები გადაადგილდებიან, რომ იცვლებიან, დროშებს რომ აწევენ, რომ ვიღაც ჩავა – პუტინი ან მედვედევი – ყველაფერი ეს ოკუპაციის პროცესია.
თქვენ შეგიძლიათ, კამერა დააყენოთ საოკუპაციო რეჟიმში, წახვიდეთ სახლში და ყოველდღე უყუროთ, იქ რა ხდება – რომ მზე ამოდის, მთვარე ამოდის, ჩიტები გადაფრინდებიან, ვიღაცა გაივლის–გამოივლის... ყველაფერი ეს ოკუპაციის პროცესია!
ჩვენ ამ დროს სახელმწიფო უნდა ვაშენოთ, თქვენ კი უნდა უყუროთ, იქ რა ხდება. ჩვენ სახელმწიფოს ავაშენებთ და დადგება დრო, როცა თქვენ მიხვდებით, ან შეიძლება, ვერც მიხვდეთ ვერასდროს, რომ საქართველო ისეთი სხვანაირია, რომ ოსებს და აფხაზებს ჩვენთან უნდათ ცხოვრება, როგორც ჩრდილოეთ კვიპროსელს უნდა ცხოვრება კვიპროსში".
პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრი,
ექსკლუზიური ინტერვიუ, "ფრონტნიუსი", 3 ოქტომბერი, 2013.
მასალის გამოყენების პირობები