ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი 2015 წლის გაზაფხულიდან ერთად არიან. 2016 წლის დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი დაინიშნა.
წყვილს ერთი ქალიშვილი ყავს, რომელიც 2017 წლის 21 მარტს შეეძინათ.
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, არა ერთი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ, რომ მათ ურთიერთობას საფრთხე ემუქრებოდა და ამ საფრთხეს ლედი გაგა ერქვა.
ალბათ უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი ის ფაქტი,რ ომ ბრედლი და გაგა ფილმში „ვარსკვლავის დაბადება“ ერთად თამაშობენ და ისინი ფილმში ცოლ-ქმარიც კი არიან.
თუმცა, საზოგადოება სხვა ფაქტებმა აალაპარაკა. კერძოდ ფილმის პრეზენტაციის შემდეგ, სხვადასხვა სცენებზე ამღერებული ბრედლი და გაგა და მათი ემოციები ერთმანეთის მიმართ.
წელს ლედი გაგამ ოსკარი დაიმსახურა სიმღერისთვის „Shaloow”, რომელიც ბრედლი კუპერთან ერთად ოსკარის სცენაზე კიდევ ერთხელ შეასრულა. ემოციები მათ არც ამ შემთხვევაში დაუმალავთ და ყურადღების მიღმა არც გაგას წელზე შემოხვეული ბრედლის ხელი დარჩენილა.




მასალის გამოყენების პირობები






