7 ივნისის ასტროლოგიური პროგნზო
ეს საინტერესოა - 22:57, 06 Jun, 2019     5158
ვერძი მნიშვნელოვან საკითხზე დიალოგს (მეუღლესთან, ოჯახის წევრთან) ვერ ასცდებით. ზოგიერთს გაჯიბრების სურვილი გაუჩნდება. ეცადეთ, არაფერი მოიმოქმედოთ ნეგატიურ ემოციებზე. სხვა დღისთვის გადადეთ რამის დაგეგმა, გადაკეთება.
კურო
საღამომდე დაძაბულ რეჟიმი მოგიწევთ მუშაობა. შეიძლება კლიენტის ჭირვეულობასთან მოგიწიოთ შეჯახებამ. მაქსიმალურად მოთოკეთ თავი და ეცადეთ, არ გამოავლინოთ აგრესია. გადაადგილებისას დაიცავით მოძრაობის წესები.

ტყუპი
თუ ლაპარაკს მუშაობა გირჩევნიათ, დღე კარგად ჩაივლის. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი, მოსალოდნელია კრიტიკა გარშემო მყოფებისგან, აგრეთვე, გაურკვევლობა ოჯახის წევრებთან. ეცადეთ, საკუთარი სურვილების გამოთქმისას მბრძანებლური ტონი არ გქონდეთ.

კირჩხიბი
დღეს მშვიდობიანად ვერც სახლში მოაგვარებთ საქმეებს და ვერც სამსახურში. კამათი და დაპირისპირება გარდაუვალია. გახსოვდეთ, რომ სტრესმა შეიძლება ცუდად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. არ დაიწყოთ რემონტი. დღეს ნუ დაგეგმავთ ახალ ბინაში გადასვლას.

ლომი
მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი თავი, რომ არც საქმეები გაიფუჭოთ და არც დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ზოგიერთს დაუგეგმავი მგზავრობა ელის. სხვა დღეს გადადეთ შეხვედრა მეგობრებთან.

ქალწული
ნუ აჩქარდებით ნურც მუშაობისას, ნურც გამონათქვამებისას. დაუდევრობამ შეიძლება ფინანსური დანაკარგი მოგიტანოთ. ნუ გამოავლენთ ინიციატივას. არავის მოახვიოთ საკუთარი აზრი.

სასწორი
იყავით დაკვირვბული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ცივ გონებაზე მიიღეთ. აკონტროლეთ -0:08
ემოციები. მანდილოსნები მაქსიმალურად მოერიდეთ სტრესსა და ტრავმებს. მამაკაცები კონკურენტებთან საბრძოლველად ყველაფრით ნუ გარისკავთ.

მორიელი
ეცადეთ თქვენი ცოდნა საქმეებით დაამტკიცოთ და არა სიტყვებით. სხვა დღისთვის გადადეთ განხილვები, შორ მანძილზე მგზავრობა. რაც უფრო ახალგაცნობილია ადამიანი მით ნაკლებად გადაუხსენით გული. ზოგიერთს შეიძლება მკვეთრად შეეცვალო ვინმეზე წარმოდგენა.

მშვილდოსანი
ნუ გადადებთ ხვალისთვის იმ საქმეებს, რომლებსაც დღეესაც წარმატებით მოაგვარებთ. გარშემო მყოფები თქვენში ავტორიტეტს ხედავენ და ეცადეთ, ასეთად დარჩეთ მათთვის. სიფრთხილე გმართებთ გადაადგილებისას, ინსტრუმენტებთან და ტექნიკასთან მუშაობისას.

თხის რქა
დააკვირდით, რას ამბობენ და აკეთებენ გარშემო მყოფები, მაგრამ შეანელეთ რეაქციები. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას გარშემო მყოფებთან. სიფრთხილე გმართებთ საოჯახო საქმეებისას და ფიზიკური აქტიურობისას.

მერწყული
გადაადგილება და საქმეების მოგვარება დამატებით ძალებს მოითხოვს. შეიძლება სირთულეებიც ახლდეს თან. ცუდი კავშირისა და ვარაუდების გამო გაგიფუჭდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ დიალოგების გამართვას.

თევზები
ცვლილებების, განცდების, ცხარე დებატების დღეა. ახლობელმა ადამიანებმაც კი შეიძლება შეგიქმნან უსიამოვნებები. წონასწორობა რომ შეინარჩუნოთ, აკონტროლეთ საკუთარი თავი და არ წამოეგოთ პროვოკაციას. შეიძლება გაჭირვეულდნენ ბავშვები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42